დარეჯან ღამბაშიძე

ქართული სკოლის დირექტორი

ქართულ საკვირაო სკოლაში, სრული რეგულაციების დაცვით, საახალწლო ზეიმი ჩატარდა. ზეიმს ესწრებოდნენ მხოლოდ მშობლები და პედაგოგები. სასიამოვნო იყო ქალბატონ ლიანა გოგობერიძის სტუმრობა სკოლაში. ქალბატონი ლიანა პოეტი და პედაგოგია ,მისთვის სკოლის პატარა ემიგრანტებთან შეხვედრა, ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო . პოეტი ქალბატონი ,ემიგრაციაში ყოფნისას წლების წინ დაესწრო,ჩვენს ღია გაკვეთილს, ,ამჟამად კი სამშობლოში ბრუნდება და ემიგრაციის ბოლო დღეები კვლავ,ჩვენს სკოლას დაუკავშირა. ზეიმზე წარმოდგენილი სხვადასხვა ზღაპრების ნაწყვეტები, სკოლის ბავშვებმა შესანიშნავად შეასრულეს.

მინდა ვთქვა ,რომ საკვირაო სკოლაში მართლაც უნიჭიერესი ბავშვები მოვიდნენ. თვითოეული მათგანი მთელი სერიოზულობით მუშაობს, როგორც სკოლის პროგრამაზე ,ასევე ცდილობენ ღონისძიებებისას შესაფერისად შეასრულონ ზღაპრის გმირების მოქმედებები. ერთმანეთს ცვლიდნენ ეშმაკი კატა, წრუწუნა, წითელქუდა, მგელი , ძუნწი კაცი ,მზე, ქარი, გონიერი ჯჯუჯები, რომლებიც ტყეში დაჩენილ გოგონას დაეხმარნენ, მეფე და მისი ქალიშვილები , ერთგული ვეზირები, საოცარი ჯადოქარი და მოხდენილი ჯარისკაცი, ზეიმის ბოლოს თოვლის ბაბუა გულუხვად გაგვიმასპინძლდა ტკბილეულით . ჩვენმა ნიჭიერმა გიორგი ბანძელაძემ კი წაიკითხა ქალბატონ ლიანა გოგობერიძის ლექსი ,რითაც მისი დიდი მოწონება დაიმსახურა. პატარებმა შეასრულეს საახალწლო სიმღერები, ხელმძღვანელი (ქეთევან ხატიაშვილი) უღრმესი მადლობა მას. მადლობა მარიამ ფცქიალაძეს, მუსიკალური გაფორმებისათვის ,აკო შელიას და რა თქმაუნდა, ჩვენს საამაყო პედაგოგებს, ქალბატონ ნანა სამხარაძეს და ქალბატონ მადონა ჯავახიშვილს..მადლობა ქალბატონ ლიანა გოგიბერიძეს, თბილი სიტყვებისათვის, ,მოლოცვისათვის და იმ პატარა ლექსისათვის ,რომელიც ბავშვებს მიუძღვნა.,მადლობა მშობლებს, ასე გულისხმიერებით, რომ თანამშრომლობენ ჩვენთან და გვერდით გვიდგანან, მომავალი თაობის აღზრდა განვითარებაში.

Leave a Reply