სხვა უწყების ნდობა არც მაქვს‼️
სახალხო დამცველს გადავცემ სრულ ინფორმაციას!

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.

“მეორე დღეა ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სკანდალური ინფორმაცია გავავრცელე და ამ დრომდე არც ერთ ოფიციალურ უწყებას განცხადება არ გაუკეთებია, არც გამოკითხვაზე დავუბარებივარ. ჩემის მხრიდან, ვერ ვხედავ საგამოძიებო უწყებებისთვის მიმართვის აზრს, ასევე ვთვლი რომ პირი რომელმაც ინფორმაცია მომაწოდა სრულიად დაუცველია, ერთადერთი ინსტიტუცია რომელმაც ამ ქვეყანაში რეპუტაცია და ნდობა შეინარჩუნა, არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გადავწყვიტე შევხვდე მას, და გადავცე დეტალური ინფორმაცია,წყაროს ვინაობის ჩათვლით.”-განაცხადა “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა.

Leave a Reply