წლის ბოლოდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელებას დავიწყებთ, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ სერვისის გამწევ სუბიექტებთან კომუნიკაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირობებს მათთან ერთად შევიმუშავებთ და წლის ბოლოდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

Leave a Reply