მარიამ მუმლაძე

როგორ აისახება პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავის, პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება  ჩვენს მოქალაქეებზე?

შეიძლება თუ არა ფასების დრამატული ზრდა გამოწვეული იყოს ხელისუფლების წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკით და ყველაზე მთავარი – როგორ შეიძლება სიტუაციის გაუმჯობესება?

ჩვენი სტუმარია ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე.

-რა არის ინფლანცია და რა პრაქტიკული კავშირი შეიძლება ჰქონდეს მზარდ ინფლანციას მოქალაქისთვის?

ინფლანცია ფასების საერთო ზრდაა,ცხადია,ინფლანციას მოქალაქეებზე აქვს გავლენა. იმ შემთხვევაში,როცა ჩვენი შემოსავლები ერთნიშნულზე რჩება და იზრდება ფასი საერთო დონეზე,ჩვენი,მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება,რადგან ყოველდღიურად ნაკლებ საქონელსა და მომსახურეობას ვყიდულობთ.

-შემოსავლები არ იზრდება,მაშინ მაღალი ინფლანცია რა ზარალს მოუტნას საქართველოს?

ზარალი ჩვენ შემთხვევაში კატასტროფულია,მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები სწრაფად იზრდება,სურსათის ჯგუფში ფასები გაიზარდა 18%-ით,მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სამომხმარებლო კალათაც ზუსტად სურსათისგან შედგება,რაც მათთვის უარყოფითად მოქმედებს.ფაქტობრივად ინფლანციაც ერთ-ერთი გადასახადია,რომელსაც პროდუქტების გაძვირების ხარჯზე ვიხდით და ეზრდება შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტს.

-როგორ ფიქრობ,კრიზისის დროს ეროვნულ ბანკს რეალურად რა ფუნქცია აქვს?

მთავარი ფუნქცია ეროვნული ბანკის ინფლანციის მოთოკვაა,დაასტაბილუროს ფასები,თუმცა,წლებია ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ვერ ასრულებს,რასაც წინა წლების ისტორიაც ადასტურებს.

-ინფლანციის ზრდა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს,ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა,რომ ინფლანციის ზრდა უკავშირდება ფასების ზრდასა და ეპიდემიურ ფაქტორებს,როგორ ფიქრობ,ეს ორი ფაქტორი ინფლანციის ზრდის მთავარი იარაღია?

ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ბერკეტი,იმის,რომ მმართოს ეგზოგენური მოვლენები,მაგრამ ეს არაა მთავარი,მტავარი ფაქტორია ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა,რომელიც ფულის მასის მკვეთრ ზრდაში გამოიხატება.

-რომ შევეხოთ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს,როგორ ფიქრობ,რა დაგვანახა კორონავირუსის შედეგად დამდგარმა ეკონომიკურმა კრიზისმა?

რეალურად,პანდემიამ ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა,ასევე დაგვანახა,რომ გვჭირდება ძლიერი ეკონომიკა,ის,რომ აქამდეც სწრაფად უნდა გავზრდილიყავით,რათა გლობალურ კრიზისს ამხელა გავლენა არ მოეხდინა ჩვენზე.კორონავირუსმა მიგვანიშნა,რომ მნიშვნელოვანია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.

-თქვენი აზრით,რა ღონისძიება უნდა გაატაროს სახელმწიფომ,რომ გაუმკლავდეს კორონავირუსის ეკონომიკურ კრიზისსსა და ჩამოაყალიბოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა?

უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა,საჭიროა ფართომაშტაბიანი უფასო პრივაზიტაცია ანუ სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების კერძო სექტორში გადასვლა,რომელსაც საინვესტიციო ფულით აუქციონების გზით შეიძენს მოსახლეობა. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ეკონომიკური დანახარჯი იყოს გაცილებით მცირე,აქედან გამომდინარე,ბიზნესს მაქსიმალურად თავისუფლება უნდა მივანიჭოთ,არ ჩაერიოს სახელმწიფო.

-რა უნდა გააკეთოს კერძო დამსაქმებელმა,რომ ფეხი აუწყოს ეკონომიკურვარდნას?

უნდა გააგრძელოს ოპერირება,მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ბიზნეს გარემო,რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა.კერძო საკუთრება აუცილებლად უნდა იყოს დაცული.იმ შემთხვევაში,როცა არასტაბილურ  გარემოსა და ბიზნეს არ შეუძლია პროგნოზის გაკეთება-რა მოხდება ხვალ ან ზეგ,ეს ეკონომიკურ აქტივობას ამცირებას,რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

-რამ შეიძლება არსებული დინამიკა შემოატრიალოს,გარდა იმისა,რომ უყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა?

ერთადერთი ნეგატიურისკენ შიძლება შეტრიალდეს იმ შემთხევაში, თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დასრულდება პანდემია.

-წარმატებას გისურვებ!

Leave a Reply