დავით მურაჩაშვილი – მხატვარი, რომლის  შემოქმედება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

როგორც ცნობილია, მხატვარი და მომღერალი დავით მურაჩაშვილი პერსონალური გამოფენით სცენას უბრუნდება. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის მაშტაბური პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.


მას ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში სურდა გამოფენა “სამყარო ხელისგულზე” იტალიასა და საქართველოში გაემართა, თუმცა პანდემიამ მისი გეგმები შეცვალა. შესაძლებელი იყო ონლაინგამოფენის მოწყობაც, მაგრამ დავითმა გადაწყვიტა თავისი დებიუტი საგამოფენო კედლებში მოსულ დამთვალიერებლებთან ერთად შემდგარიყო:

-“ეს იქნება გამოფენა შემოქმედებითი შოუს ელემენტებით- ჩემი მეგობრები და მოწვეული სტუმრები საქართველოდან თუ უცხოეთიდან ჩემთან ერთად შესანიშნავ საღამოს შესთავაზებენ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს”- აღნიშნა მხატვარმა. ისიც ცნობილია, რომ დავით მურაჩაშვილის საგამოფენო კოლექციაში ისეთი ტილოებიც ინახება, რომლებსაც მხატვარი არასდროს არ გაყიდის და მათი ნახვა მსურველს მხოლოდ გამოფენაზე შეეძლება.

უნდა აღინიშნოს, რომ დავით მურაჩაშვილი გამოფენაზე წარადგენს მის მიერ შექმნილ რამდენიმე ე.წ. აპლიკაციას და უნიკალურ მინანქრულ ნამუშევრებს. საქართველოს შემდეგ კი გამოფენა იტალიაში გადაინაცვლებს: ” სულ თავიდან ჩემი პირველი გამოფენა სწორედ იტალიაში იყო ჩაფიქრებული, თუმცა გეგმები შეიცვალა და, ასე ვთქვათ, საგამოფენო სერიას საქართველოდან ვიწყებ. ჩემი ნახატები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასე რომ, მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს მომმართოს”- აღნიშნა მან.

აქვე უნდა ითქვას დავითის მუსიკალური კარიერის შესახებაც, როგორც მოგეხსენებათ, მის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერა “ბერიკაცი” მე-20 საუკუნის ოქროს ფონდშია დაცული:

“გადავწყვიტე სცენას დავუბრუნდე – რამდენიმე სიმღერა იწერება და იმედია მალე ჩემს მსმენელს განახლებული რეპერტუარით შევხვდები”- აღნიშნა მან.

აქვე წარმოგიდგენთ დავითის უახლეს ნამუშევრებს. ის თავის თაყვანისმცემლებს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებას, რათა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნახატი და მისი ღირებულება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მხატვრის ფეისბუკგვერდს.

აპლიკაცია

მინანქრული ნამუშევარი

Leave a Reply