შეუწყდებათ თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს? – საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა გადაიდო. ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა, ჯაფარიძის შემთხვევაში კი – ის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზი კოვიდპანდემიაა, რის გამოც კომიტეტის წევრები პარლამენტში ვერ მივიდნენ და კვორუმი ვერ დგება.

Leave a Reply