ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

📌 ახლა დაიდო ოფიციალური სტატისტიკა 2021 წლის ეკონომიკის ზრდის.
🔴 10.6%-ით გაზრდილა 2021 წელს ეკონომიკა 2020 წელთან შედარებით. ამას უწოდებენ ახლა ეკონომიკის “დუღილს”
🚫 სიანმდვილეში არც სასიხარულოდ გვაქვს საქმე და არც საამაყოდ. 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა 2021 წელს მხოლოდ 3.5%-ით გაიზარდა.
⁉️ 2019 წელს მდიდრები ვიყავით? არა რა თქმა უნდა, მაშინაც ღარიბები ვიყავით. და ამ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა მხოლოდ 3.5%-ით გაგვეზარდა.
📌 განვმეორდები. ჩვენნაირი პატარა ეკონომიკა ყოველწლიურად ორნიშნა მაჩვენებლით უნდა იზრდებოდეს რომ რაიმე ხელშესახები პოზიტივი გვქონდეს. ამას კი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება. მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენთან პოპულიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეკონომიკური კანონზომიერების გათვალისწინება.

Leave a Reply