უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ იმ პირებს, რომელთაც ე.წ. მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, მისი მიღება კვლავ შეეძლებათ.

„თავიდანვე იყო გაჟღერებული, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. ამიტომ, ეს არის მოსახლეობის არჩევანი. 42% უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას, არამედ – მოსახლეობის სურვილს, რომ აიცრას. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს. შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ მწვანე პასპორტის გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და, რეალურად, ეს სიტემა ნაკლებადაა ქმედითი. შესაბამისად, იმ ხალხს, ვისაც მწვანე პასპორტი სჭირდება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავინდებურად შეუძლია. ქვეყნის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები ავიცილოთ თავიდან“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

Leave a Reply