ნათია მხოლოდ დასაქმებას ითხოვს, ისეთი სამსახური მინდა, უფრო დამჯდარმა რომ გავაკეთო საქმეო. კომპიუტერული კურსებიც გავლილი აქვს. სჯერა, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც დახმარების ხელს გაუწოდებს. 

ანა ქუბრიაშვილი

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური შესაძლებლობები გააჩნია, ყველა თავისებურად გამორჩეულია.

გვინდა გაგაცნოთ, შშმ პირის სტატუსი მქონე  ნათია მუშკუდიანი, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მოგესალმებით ნათია, მადლობა, რომ სწორედ ჩვენ დაგვიკავშირდი. მოგვიყევით საკუთარ თავზე.

  • გამარჯობა, მე 4 წლიდან მახსოვს ჩემი თავი, როდესაც მ.იაშვილის კლინიკაში დავდიოდი, მაშინ არ ვიცოდი და მერე გავიგე, რომ მე ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი და მაქვს ცეერებრალური დამბლა. დედაჩემის დამსახურებით მე დღემდე მოვედი, ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია.

რამდენად ჩართული ხარ სოციალურ ცხოვრებაში?

  • 8 – 10 წლიდან ვცდილობ აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გქონია თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების მხრიდან გიგრძვნია, რომ არ ხარ მათი თანასწორი?

  • კი, იმიტომ რომ არასდროს მქონია საზოგადოებასთან ურთიერთობა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ვარ მათი თანასწორი.

არ გიფიქრია, რომ შეიძლებოდა ამის გამოსწორება? დახმარების ხელი არავის გამოუწვდია?

  • სამწუხაროდ, არავის არასდროს. სხვათაშორის, ვის აღარ მივწერე, მაგრამ არავინ არ გამომეხმაურა და არც დამეხმარა. როგორც გითხარი 30 წლის ვარ, 30 წელია თბილისში ვცხოვრობ ქირით, ყოველ თვე 300 ლარს ვიხდი და დღემდე არავისგან მიმიღია დახმარება არც მკურნალობის თანხით და არც სამსახურით.

როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

  • პატარაობიდანვე მიყვარს მუსიკა და სიმღერა. თავის დროზე, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მესწავლა მუსიკა და სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ ის წლები ვერ გამოვიყენე, როდესაც  მართლა მინდოდა იმიტომ, რომ ისევ და ისევ ჩემს თავზე ვფიქრობდი, განვიცდი, ვნერვიულობდი და დღემდე ასე არის,  მაგრამ დღემდე მიყვარს მუსიკა და  სიმღერა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ყოველთვის მეყვარება.

მე  საერთოდ 1991 წლების სიმღერები მიყვარს და ძველი მომღერლები როგორებიც არიან  ეთერ კაკულია, თემურ წიკლაური, ზურა დოიდაშვლი, გიო ხუშცივილი და სხვ.

რა არი შენი მთავარი მიზანი?

  • დღესდღეობით მთავარი მიზანი ის არის, რომ მქონდეს სამსახური  და ხელფასი, რომ ჩემს თავს მივხედო და ასვე მინდა თბილისში მქონდეს პატარა სახლი.

რომელ სფეროში ეძებ სამსახურს?

  • ახლა უკვე იმდონემდე ვარ, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ კი ოფიციალური სამსახური და ხელფასი მქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება და რა. მთავარია, რომ არ ვიარო და  ერთ ადგილას ვიჯდე, მაგალითად, მოლარე- გამყიდველი და დაცვა, საბუთების დალაგება, ქსეროქსის  გაკეთება, თერმოსკრინინგი, ან კომპიუტერით ინფორმაციის მოძიება, მოკლედ ყველაფერი რაზეც შეიძლება, რომ არ ვიარო და ერთ ადგილას ვიჯდე.

საბოლოოდ რას ეტყოდით საზოგადოებას? შესაძლებლობა გაქვთ მიმართოთ ადამიანებს, თუნდაც დახმარების თხოვნის მიზნით.

  • არ ვიცი ამაზე მეტი რაღა უნდა ვუთხრა საზოგადოებას. ისევ და ისევ, მინდა ყველას ვუთხრა და ვთხოვო, თუ ვინმე შევა ჩემს მდგომარეობაში და დამეხმარება სამსახურის შოვნაში ძალიან დამეხამრებიან და მადლიერი ვიქნები.

კარგი ნათია, დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ.

  • ნახვამდის.

ნათიას ძალიან სჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა.

მან მოგვაწოდა დასკვნა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ: ბავშვთა რეფერალური დამბლა, დიქონეზური ფორმა G80.3, ნერვული-კიდობანი სქოლიოზი Mu1.4

გადატანილი დაავადებები: წითელს, ჭიათურა, ყივანახველა

ავადმყოფის მდგომარეობა: ქრონიკული

ჩატარებული მკურნალობა: დაენიშნა 1.ინტერნეტ – კინეზოთერაპია RUR160. 2.ხერხემლის მიდამოს სამკურნალო მასაჟისტი N10. RUR160.

  • ჰიდროკინეზოთერაპიაN10 . RUR 160, მას ეს მკურნალობა სჭირდება მუდმივად. ერთი კურსის ღირებულება 700 ლარია.  ნათიას ოჯახს არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობები, ამიტომ ის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
  • მოგვწერა ანგარიშის ნომერი და ხალხს დახმარებისკენ მოუწოდებს.  GE90BG0000000101360795GEL ნათია მუშკუდიანი.

და ყველაზე მთავარი, ნათია მხოლოდ დასაქმებას ითხოვს, რომ სხვის იმედზე არ იყოს და თავისი შრომით გააგრძელოს ცხოვრება.

Leave a Reply