4 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება

ოლიმპიადას პეკინი უმასპინძლებს 4-20 თებერვალს და საქართველო უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე ცხრა სპორტსმენით გამოვა.

ქართველი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში ჩაებმებიან ოლიმპიურ კონკურენციაში. ფიგურულ ციგურაობაში, საქართველომ ოთხივე სახეობაში შეძლო პეკინი-2022-ის ლიცენზიის მოპოვება და გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა ერთეულებში გამოვლენ, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი – სპორტულ ცეკვებში, ხოლო კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი – სპორტულ წყვილებში.

მოციგურავეთა გარდა, ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაებმებიან სამთო მოთხილამურეები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი.

Leave a Reply