“…ვამაყობ რომ მქვია მე ქუთაისელი“…

მარიამ მუმლაძე

ახალგაზრდა პოეტის თვალით დანახული პოეზია. სათქმელი,რომელიც ფონად სდევს შემოქმედებას.

პოეტობა ადამიანთან ერთად იბადება თუ უბრალოდ სულშია?

ჩვენი სტუმარია ახალგაზრდა პოეტი გაგა გოგრიჭიანი.

-რა არის თქვენთვის პოეზია და რისი სურნელი აქვს?

პოეზიაში დაკარგვა ნიშნავს,ომში წასვლას და არ დაბრუნებას.

ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო-ლექსების ტანზე გამონაყარი.

შორით მიცურავს ვრცელი ნაპირი,ანძა,ფრინველი,ანზა ზუზუნებს-რა უნდა პოეტს ოღონდ დაჰპირდი და ნურასოდეს ნუ შეუსრულებ.

პოეზია ჩემთვის არ არის კონკრეტული დარგი,სადაც მოღვაწეობა მოსწონს ადამიანს,პოეზია სულის თავისუფლებაა.

-პოეზია და პროფესია,რამდენად შექცევადი არის თქვენ შემთხვევაში?ხელს უშლიან თუ უწყობენ ისინი ერთმანეთს?

რა საკვირველია,ერთმანეთს ავსებენ.პოეზია უფრო თავისუფალი დროის, სულის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა.პროფესია კი მხოლოს ის,რაც ადამიანის ყოველდღიურობას სჭირდება.

-ვინ არიან ახალგაზრდა პოეტის საყვარელი მწერლები?

ზოგადად თავს ვიკავებ ხოლმე ამა თუ იმ პოეტის დასახელებისგან,თითოეული პოეტი თავის სიმაღლეზე დგას,მის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს,ამიტომ რთულია დავასახელო,უფრო ვისი ლექსიც ჩემს შინაგან სამყაროსთან ახლოს მოდის,რა საკვირველია, ის არის გამორჩეული პოეტი.

ხშირად მივმართავ ჩემი მეგობრის გამონათქვამს: „ღმერთო მომეცი იმის უნარი,შენც დამეხმარე სულო ძლიერო,პოეტს ოდესმე ვინც აწყენინებს,გადავუხადო სამაგიერო“.

-გყავდათ თუ არა გზამკვლევი ლიტერატურაში?იქონია თუ არა რომელიმე ავტორის პოეზიამ გავლენა?

არაერთი ასეთი პოეეტი მოიძებნება ჩემს მეხსიერებაში.ზოგადად ყველა ქართველი პოეტი შინაგანად პოეტია.ზოგს საკუთარი ნააზრევი და ნაფიქრი ფურცელზე გადმოაქვს,ზოგი კი გულში ინახავს.

ჩემი გამორჩეული პოეტი ლადო ასათიანია.

-რა ან ვინ არის თქვენი მუზა?

მუზა პოეტისთვის ღმერთს უტოლდება…მუზა ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს,ჩემი ლექსები ადრეულ ასაკში ძირითადად შემოიფარგლებოდა სოციალური თემებით,ახლა არა მარტო მუზა,არამედ ჩვენს გვერდით არსებული გარემოებაც აუცილებელია ლექსის შესაქმნელად.

-რაზე წერთ უმთავრესას თქვენს ლექსებში?

ასაკის მატებასთან ერთად მსოფლმხედველობაც შემეცვალა,ამიტომ გადავწყვიტე მომავალზე ვწერო.თითოეული ადამიანისთვის მომავალი მნისვნელოვანია.

-ადამიანი,როცა იბადება,პოეტიც იბადება მასთან ერთად?-რას ფიქრობთ?

როგორც გმირებად ისე პოეტებად არ იბადებიან,სულშია,ან გამოავლენ ან ვერა.

-როგორ ფიქრობთ,პოეზიაში აღმოაჩინეთ საკუთარი თავი?

რა თქმა უნდა,ცხოვრებაში ვინც არ უნდა გავხდე პოეზია ყოველთვის ჩემი თანხმლევი იქნება.

-თქვენთვის ყველაზე კომპორტული გარემო,სადაც ლექსის წერის სურვილი გიჩნდებათ?

ჩემი ოთახი.

-საკუთარი თავის დახასიათება რომ გთხოვონ საკუთარი ლექსით,რომელი იქნებოდა ის?

„ჩვენთანაც თენდება

მამლის ყივილზე,

ბევრი რომ დალიო მაინც

ხარ ფხიზელი,

ვამაყობ ქალაქით

რომელშიც ვიზრდები,

ვამაყობ რომ მქვია მე ქუთაისელი“.

-სათქმელი,რომელიც ფონად გასდევს თქვენს შემოქმედებას?

პირველად უარგყოფენ,შემდეგ დაგცინებენ,შემდეგ გებრძვიან,შემდეგ კი იმარჯვებ.

-როგორცახალგაზრდა პოეტის,როგორია პატრიოტიზმის თქვენეული აღქმა?

ინდივიდუალური და თანდაყოლილი თვისებაა.გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკაში ვიმოღვაწე,მან უფრო ღრმად   დამანახა ჩემი სამშობლო,მისი გულის ტკივილი,ზუსტად ეს განაპირობებს ჩემს რამდენიმე ლექსსაც.

-კონკრეტულად,რომ დაგვისახელოთ სათაურები?

„საქართველო“,“ემიგრანტები“ და „ჩვენს სამშობლოს“.

-როგორ ფიქრობთ,განვიტარებული ტექნოლოგიების სამყაროში რა ფუნქცია რჩება პოეზიას?

პოეზია შოთა რუსთაველის დროიდან მოყოლებული ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა,მას ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის.პოეზია ადამიანს სჭირდება,როგორც პური და წყალი,ეს სულის საზრდოა.

-და ბოლოს,რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს,რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ პოეზიაში?

მშობლებს პატივი აგონ,მშობლებიდან მომდინარეობს პოეზიისადმი სიყვარული,ლექსის წერა, და რაც მთავარია წერონ თავისუფლად,ყველაფერზე და ყოველთვის.

-წარმატებას გისურვებ!

Leave a Reply