მია გოზალიშვილი

-სიღნაღი, ყველასთვის ცნობილი სიყვარულის ქალაქი, ადგილი რომელიც სიყვარულთან    ერთად ძალიან ბევრ ტრაგედიას და ტკივილს ინახავს, ახლა ეს ქალაქი ძალიან ჩუმი და სევდიანია, აქ მაცხოვრებლების გარდა ალბათ ცოტამ თუ იცის რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქმა ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაკარგა, სამი თვის წინ ქალაქი საზარელმა ტრაგედიამ მოიცვა, 2021 წლის 26 ოქტომბერს მომხდარ საშინელ ავტოკატასტროფას სამი ახალგაზრდა სიღნაღელი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დღემდე სიცოცხლეს ებრძვის გიორგი ჯავახიშვილი, სწორედ ის ერთადერთი ბიჭია მთელი ქალაქის იმედი.

ცხოვრება საიდუმლოა, მისი წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, ჩვენც რა თქმა უნდა ვერ გამოვიცანით თუ რა გველოდა და რამხელა დანაკარგისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად, ლაშა ნადირაშვილი ‘’რუსი’’ ან ‘’რუსა’’ მეგობრები და ნაცნობები სწორედ ასე უწოდებდნენ, ბიჭი რომელიც თავისი ჩვეულებრივობით მართლაც არაჩვეულებრივი იყო, მან  ერთ წუთში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა,  ოცი წლის ასაკში წამიერად გაიხურა კარი და სხვა სამყაროში გადაინაცვლა, ასე მოულოდნელად გვაიძულა შევგუებოდით ფაქტს რომ ჩვენი ლოდინი მისთვის საჭირო აღარაა, დროის სვლისგან გათავისუფლდა, კარს მიღმა კი დაგვტოვა ადამიანები რომლებიც უკიდეგანო სევდაში ჩავიძირეთ, ამ ფაქტიდან ორი საათით ადრე დედას  ბოლოჯერ ინტერნეტით  ესაუბრა, უთხრა რომ ცოტახნით ბულვარში გადიოდა, დიდხანს გარეთ გაჩერებას არ აპირებდა და სახლში მალე დაბრუნდებოდა, დედამ კი კიდევ ერთხელ შეახსენა: არ დაგავიწყდეს და სახლში ისე არ შეხვიდე, რომ უნივერსიტეტში გადასახდელი ფული არ შეიტანო ეს მათი ბოლო დიალოგი იყო, სულ რამდენიმე საათში კი მოხდა ის რაც მოხდა, მასთან გატარებული დროის ყველა კადრი ერთდროულად ამომიტივდა, მისი დაკარგვით კი სამყაროს წინაშე დავცარიელდით. ლაშა უშუალო აწმყოში თავს მშვიდად აღარ გრძნობდა, ბოლო პერიოდში შედარებით ჩაკეტილი გახდა, ინტერესდებოდა და უჩნდებოდა კითხვები: რა ხდება იმ ქვეყნად? ეს კითხვა რამდენიმე მეგობარს დაუსვა, დედასთან საუბრისას კი რამდენჯერმე უხსენებია – უცებ რომ გარდავიცვალო, რაზეც დედას საშინელი რეაქცია ჰქონდა და ეუბნებოდა რომ მსგავსი რამ ხუმრობითაც აღარ გაემეორებინა, ტრაგედიამდე კი სამი თვის განმავლობაში დედამისი თავს საშინლად გრძნობდა სუნთქვა უჭირდა, გული ცუდად უხდებოდა თუმცა ამ ყველაფერს რა იწვევდა ვერაფრით ხვდებოდა, სწორედ ეს იყო წინათგრძნობა რომელსაც დედის ინსტიქტი ჰქვია, ირმა შალვაშვილი ეს არის ქალი რომელიც ძალიან ძლიერია და ყველაფრის მიუხედავად ყველაზე თბილ ადამიანად დარჩა. მისმა შვილმა კი გაცნობის დღიდან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ლაშა გამოირჩეოდა საოცრად ღრმა და საინტერესო სულიერი სამყაროთი, თავისი ზრდილობიანი ქცევით და შესამჩნევი ოდნავ სევდიანი თვალებით, საერთოდ რომ არაფერი ეთქვა შეხედავდით მის თვალებს და მასში აუცილილებლად ჩაიძირებოდით, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელი იყო, იმდენად თავშეკავებული და გაწონასწორებული რომ მასთან საუბრისას საკუთარი დედაც კი სიტყვებს არჩევდა, მისთვის რაიმე რომ არ ეწყენინებინა, ბოროტებას საერთოდ არ იცნობდა  ეს რუსასთვის სრულიად უცხო იყო, საოცრად წყნარი და მშვიდი, ღირსეული, რომელმაც თავის თავის ფასი კარგად იცოდა, ის ხომ ყველაზე უჩვეულო ადამიანი იყო.

ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით სახლში თვითონ დამოუკიდებლად ისწავლა გიტარაზე და პიანინოზე დაკვრა მუსიკა მისთვის მთელი სამყარო იყო, მასში ხედავდა მთელ თავის ცხოვრებას და მის გარეშე უბრალოდ არ შეეძლო, ასევე რეპავდა თავის მეგობართან ერთად, მისი ოცნება სწორედ ამ სფეროში წარმატება იყო, ‘’მონატრების ფონი’’ ასე ჰქვია მათ საერთო კლიპს რომელიც 2020 წლის აგვისტოში გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნეს სადაც შეუძლებელია რუსას ლირიკამ თქვენი ყურადღება არ მიიქციოს

-‘’სიჩუმეა ქალაქში ვერ ვიჯერებდით ამას, კიდევ ერთი საყრდენი მოწყვიტა ღმერთმა ჩემს ქალაქს’’ –  ეს, ის სიტყვებია რომლის მოსმენის დროს დღეს ყველა ჩვენთაგანს სულიერად გვარყევს  და მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთი წლის შემდეგ ღმერთი მისი სახით, უდიდეს საყრდენს მოგვწყვეტდა და გვაიძულებდა რომ ახლა უკვე მისი მონატრების ფონი მართლაც წარმოსახვით გადაგვევსო, სიცარიელე რომელიც ამ ქალაქში სუფევს პირდაპირ გაგრძნობინებთ მის არ ყოფნას, მის გარეშე ქალაქი საზარელი მნიშვნელობით დამძიმებული მეჩვენება და აქ ყოფნა სრულიად აუტანელი ხდება, თითქოს ყველაფერი საფუძველს არის მოკლებული, ჩავიხლართე ფიქრებში რეალობა კი მაიძულებს ვიტივტივო მარადიულ გარკვევლობაში, მთავარი კითხვით: შენ რატომ რუსა?

ეს კითხვა არ მასვენებს და მხოლოდ ერთ პასუხამდე მივედი, რომ იმ ქვეყნად უკეთესია, ბოლოს კი ყველა შენთან მოვალთ.

დღეს თუ არა ხვალ… ხვალ თუ არა, ზეგ…..

Leave a Reply