ანა ბალამწარაშვილი

ბელგიის სამეფოს მოქალაქე,
ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი დამფუძნებელი
ემიგრანტთა სახლი ემიგრანტთა სახლი დამფუძნებელი
-,ახსოვს მავანთა რეაქცია,ზოგმა ხმამაღლა თქვა,ზოგმა ჩუმად იქირქილა გულში “მალავს და გონია ვერ ვიგებთ რომ ნაციაო”, მაგრამ ამას არც მაშინ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა და არც არასოდეს ექნება, ერთი რამ ვიცი რასაც არასოდეს არ გავაკეთებ ვიღაცეებისგან განსხვავებით,ჩემს ქვეყანას არ გავლანძღავ,არც მის ყოფილ პრეზიდენტს(ებს) ,ეს უკანასკნელიც ქვეყნის ლანძღვის ტოლფასია,ისე ძველ პოსტში რომ საქმეზე მაქვს საუბარი და ზარალზე ის ოცნების გვირგვინის ქვეშაც მოექცა ოცნების და მისი თაღლითი ხელის ბიჭების(გოგოების) “დამსახურებაა” რომ შეიქმნა ყალბი- ეგრეთწოდებული პოლიტპატიმრების გრძელი სია, იმ სიაში მოხვდა თაღლითი მურმანიშვილი (კრიშა-ქუცნაშვილი) ჰოდა დღეს 2015 წელს წართმეული,დიახ არ შემშლია 2015 წელს წართმეული ქონების დაბრუნებისთვის მიწევს ბრძოლა,თუ ვინმეს გონია მიშა სააკაშვილს ვეტყოდი და თქვენ არა სულ ტყუილად!
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ გუშინ შეხვედრა მქონდა და მკითხეს საქართველოს გარშემო,რა ვისაუბრე ეს ჩემი საქმეა მაგრამ ,საუბრის შემდგომ ერთ- ერთმა ძალზედ ცნობილმა ადამიანმა,პოლიტიკოსმა მითხრა იშვიათად მინახავს ადამიანი თავის ქვეყანაზე ასეთი აღფრთოვანებითა და სიყვარულით საუბრობდესო,(თავს არ ვიქებ)თან გეტყობათ ბევრი რამ გაწუხებთ და გტკივათო,არ იცოდა მან რომ “ჩემი ხატია,სამშობლო” ეს ჩემს სამშობლოზეა ნათქვამი!!!
თქვენ კი, პოლიტიკანებო,პოლიტიკოსობას ვერ გკადრებთ დიდი ხანია აცდით მაგ სავალ ბილიკს,ქვეყანას მიხედეთ!!!!!!!!!
ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ბელგიის სამეფოს მოქალაქის,წარმოშობით ქართველის ანა ბალამწარაშვილის მიმართვა:
-ბატონო მიხეილ,10 თებერვალს ლიეჟში შეხვედრაზე წამოსვლა გადავწყვიტე,რადგან ემიგრანტი ვარ,თან “სტაჟიანი” და რახან სურვილი გამოთქვით ჩვენთან შეხვედრის, მე არ დაგიმალავთ დავინტერესდი,რატომაც არა ვიფიქრე თუ არ დავეთანხმები რაღაცეებში მომისმენს და გაითვალისწინებს მეთქი,ან იქნებ სულაც გეთანხმებოდით,ვიფიქრე დაიწყება დისკუსია ევროპულად და გავიგებ ბოლოს და ბოლოს თავად მისგან რა არის ან სად არის სიმართლე მეთქი!
დარწმუნებული ვარ ასეც მოხდებოდა მაგრამ როგორც დავრწმუნდი გიორგი სიგუამ ასე გადაწყვიტა და თქვენც დათანხმდით, სამწუხაროდ!!!!!აბა ჩვენ რა დასაფასებელი საზოგადოება ვიყავით “დიდი” სიგუას შემდეგ!
ბატონო მიხეილ,მე ვიფიქრე მიხვდით შეცდომებს და ბოდიშს მოიხდიდით,გვეტყოდით თუნდაც აბსოლუტურად ნეიტრალურებს რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და გასაყოფი არაფერი გვაქვს რააოო!
2007 წელს მახსოვს ასე დაგვიძახეთ ,მოვკიდე ხელი ჩემს ბელგიელ პარტნიორებს და ჩამოვედი,ჰოდა იმის შემდეგ ვიმკი ჩემი სამშობლოს სიყვარულის “საფასურს”!
მინდოდა მეკითხა თქვენთვის რატომ თქვით უარი საქართველოს მოქალაქეობაზე?მინდოდა მეკითხა ოკუპაციის შესახებ რომლის შედეგად ჩემს სახლში რუსები ცხოვრობენ,მინდოდა მეთქვა რომ ძალაუფლება ხალხშია და არა სიგუებში!
მაგრამ თქვენ საუბარი ისურვეთ მხოლოდ თქვენს საკუთარ მხარდამჭერებთან,მე მათ პატივს ვცემ მიუხედავად ჩემგან განსხვავებული აზრისა,მეტიც-უამრავი მეგობარი მყავს რომელსაც “ნაცი” ჰქვია,მეგობრობას კი ფერი არ ააქვს!!!!!!მაგრამ მე არ მიყვარს ბელადები და არც მათი თაყვანისმცემელი გავხდები არასოდეს!
ბელადომანიამ დაღუპა საქართველო!!!!
მე ვიფიქრე აღარ შეგეშლებოდათ და არ გახდებოდით გარემოცვის ტყვე,მაგრამ იმდენჯერ ვიფიქრე ალბათ თქვენ ფიქრის დროც აღარ დაგრჩათ და გადაწყვიტეთ გვერდი აგექციათ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც არ მოსწონდა ან სულაც დაზარალდა და განადგურდა თქვენი მმართველობის დროს!!!!!
სიგუას ბანკის შექმნის იდეა ჰქონდა და გულიანად გამეცინა,მერე ამეტირა,ვის ააქვს ამბიცია და პრეტენზია იყოს პოლიტიკოსი?!მაგრამ არ გამკვირვებია იმდენი ბიუჯეტის მფლანგველი თუ ხმების ქურდი ზის (ისხდნენ)დღევანდელ ქართულ პოლიტიკასა თუ პარლამენტში!
ბატონო მიხეილ,
მე თქვენ არ გაძლევთ უფლებას ჩემი სახელით,როგორც ემიგრანტისა, რომელსაც ქვეყანა უყვარს და სტკივა, ისაუბროთ,არ გაქვთ ამისი უფლება!!!ეს უკანასკნელი თავად წაართვით საკუთარ თავს!!!!!!!
იქნებ ვინმემ გაბედოს და ხელისუფლების მეხოტბედ გამომაცხადოს,თქვენსავით ვერავის გავეგლისები,ეს ნიჭია და არ “დამანათლა” არც გამჩენმა და არც ნათლიებმა!
დემოკრატია კი სულ სხვა რამაა რასაც აბსოლუტურად აცდენილი იყო თქვენთან შეხვედრის ორგანიზატორი(ები) ლიეჟში!

Leave a Reply