ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

ვინმე თუ კიდე ეკონომიკის დუღილზე დაგიწყებთ საუბარს ეს ანახეთ.
📌არაფერი რთული არაა ამ დიაგრამაში.
📊 2020 წელთან შედარებით 2021 წლის ბოლოს უმუშევრობა შემცირდა. რავი ლოგიკურია ხო? 2020 წელს საერთოდ გაჩერებული იყო ეკონომიკა და ამის ფონზე რომ 2021 წელს უმუშევრობა შემცირდებოდა.
მაგრამ სხვა რამეზე მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება:
⛔️ იდეაში სტატისტიკით ისე ჩანს, თითქოს 2021 წლის მეოთხე კვართალში 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც შემცირებულია უმუშევრობა( მესამე კვარტალში 19.5% იყო, მეოთხეში 19%), მაგრამ აქ უბრალოდ უმუშევრობის მეთოდოლოგიის მარტივი პრინციპის ცოდნაა საჭირო რომ მიხვდე: რეალურად უმუშევრობა კი არ შემცირდა, არამედ იმ ადამიანების რაოდენობა შემცირდა ვისაც მუშაობა უნდა, ზოგი უცხოეთში მიდის, ზოგიც ნებდება უბრალოდ.
🛑 სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოთ დააკვირდით დიაგრამაზე როგორ შგვიმცირდა დასაქმების დონე.
❌ 19%-იანი უმუშევრობის დონე ნიშნავს ეკონომიკის სრულ კოლაფსს… მეტი სხვა სიტყვებით როგორ გითხრათ რომ არანაირი დუღილი და მსგავსი პოპულიზმი არ არსებობს!

Leave a Reply