საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და დაღუპული გმირი გაიხსენეს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Leave a Reply