პრეპარატ „კამელინზე“ უამრავი კითხვა შემოდის საზოგადოების მხრიდან. ამჯერად ფარმაცევტული კომპანია კამელინის ექიმი -კონსულტანტი თამარ ცერვაძე ისაუბრებს.

კამელინის მე-4 ფორმის, კამელინ მ4 -სუპოზიტორია, ანუ სანთლების სამკურნალო ჩვენებებსა და გამოყენებაზე კამელინ მ4 -სანთლები ფარმაკოლოგიური თვისებები: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები , ჰემოროი.

 თამარ ცერცვაძე:

-უპირველესად, სანამ სანთლების გამოყენებაზე ვისაუბრებ, მანამ ზოგადად ვიტყვი , რომ “კამელინი” არის იმუნომოდულატორული აქტივობის გამაძლიერებელი საშუალება, ანტიოქსიდანტია; არეგულირებს უჯრედოვანი იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან.

“კამელინი” შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს. პრეპარატ „კამელინის“ გამოყენება ეფექტურია როგორც სხვადასხვა დაავადებების (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში) სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.

-„კამელინ მ4“-ს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის. წამლის ეს ფორმა მოხმარებისთვის ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. „კამელინ მ4“ გამოიყენება გინეკოლოგიაში ვაგინალური ინფექციების დროს . საშვილოსნოს ყელის ეროზიები . ცერვიციტი და ლეიკოპლაკია . პოსტტრავმული ექტოპია . ვირუსული პაპილომის სუბკლინიკური ფორმა კლინიკური კვლევებიდან და პრაქტიკიდანაც სანთლებით მკურნალობისას დაფიქსირდა დაავადების დადებითი დინამიკა. კვლევები ჩატარდა ორსულებსა და მელოგინეებზეც ანთებითი პროცესების და ბუასილის მკურნალობაში. მოგეხსენებათ, ორსულებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში და მშობიარობის შემდეგაც რაოდენ ხშირია ბუასილი, და “კამელი მ 4”-მა გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი, 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში, ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს. “კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს.

სად შევიძენთ კამელინს?

-ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია კამელინი დაარსების დღიდან დღემდე პრეპარატს აწარმოებს და იყიდება საქართველოს ყველა საფთიაქო ქსელებში. პრეპარატის ხუთივე ფორმაზე, აგრეთვე კვლევებზე პუბლიკაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსა და საიტზე www.camelyn.ge

ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, „კამელინზე“ დამატებითი ინფორმაციისთვის ან ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად დარეკეთ 599 23 03 33 ან 599 33 10 89 ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა.

Leave a Reply