ირაკლი მაკალათია

ეკონომისტი

პუტინი არ გავაბრაზოთ?!
🏳️ პუტინის რუსეთს არ უნდა ჩვენი ეკონომიკური განვითარება. რაც უფრო განუვითარებლები ვიქნებით, მით უფრო დამოკიდებული ვიქნებით რუსეთზე. ეკონომიკურ თავისუფლებას თუ მივაღწევთ, დამოუკიდებლები ვიქნებით რუსეთისა და მისი პოლიტიკური გავლენებისგან.
📌 რუსეთს ჩვენი განცხადებები კი არა, ჩვენი განვითარება აბრაზებს. რუსეთის ბორკილებისგან განთავისუფლება აღიზიანებს პუტინს. თუ გაბრაზებაა, ზუსტადაც რომ გავრილოვის ღამის შემდეგ აქციებს უნდა გაებრაზებინა, ან გიორგი გაბუნიას მონოლოგის მერე დავებომბეთ…
📌 პუტინი მაინც იმას აკეთებს რაც უნდა. აქციებით გააბრაზებ თუ არა, მაინც გადმოწევს საზღვრებს და მიგიერთებს. და რაც უფრო სუსტები ვიქნებით, მით უფრო მარტივად და სწრაფად მოახერებს ამას
📌 რუსეთის არ გაბრაზება ნიშნავს ჩვენს ეკონომიკურ ჭაობს!
📌 ეკონომიკურ ჭაობში კი ბევრი ადამიანი იხოცება, ფიზიკურადაც და მორალურადაც.
📌 თუ რუსეთს არ გავაბრაზებთ, ნიშნავს რომ ჭაობში ვიქნებით
🛡 თუ დროულად გავიაზრებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ჭაობიდან სწრაფად ამოვალთ, ვიქნებით დამოუკიდებლებიც და ძლიერებიც, განვითარებული ქვეყნებისთვის სასურველი მოკავშირეც და თავისუფლები.

Leave a Reply