საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ.

სხდომა ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა.

Leave a Reply