ხვალიდან კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი ძალას კარგავს. მათ შორის, ხვალიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, ამ ეტაპზე, შენარჩუნდება.

28 მარტიდან უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.

ხვალიდანვე, ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

ამასთან, 28 მარტიდან უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR-ტესტის გარეშე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ეს გადაწყვეტილებები ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდვითარებით განმარტეს. ითქვა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება პანდემიის დასასრულს.

Leave a Reply