ტელეკომპანია ახალს ნავალნის გარემოცვის ქართველი წევრი დაუკავშირდა.

-როცა საქართველოში ძალიან გაჭირდა, რუსეთში გადავედი, ჩემი პატარა ბიზნესიც ავაწყე, მერე მეგობრებმა ალექსეი ნავალნი გამაცნეს. რადგან მცირე ბიზნესი მქონდა, მის შეხვედრებსაც ვაფინანსებდი, ხალხთან შეხვედრებზეც დავყვებოდი. სულ გვეუბნებოდა, რომ მძიმე ცხოვრება გვექნებოდა და თუ ვინმეს განზე გადგომა უნდოდა, მისი არჩევანი იყო. ყველანი მის გვერდით დავრჩით-აი მაშინ დაიწყო ჩვენზე აგრესია. რამდენჯერმე დამაკავეს, რაღაც აღიარებით ჩვენებებს ითხოვდნენ, მერე დაწერილ ტექსტებს მაძლევდნენ და წაიკითხეო მეუბნებოდნენ, ტექსტები ნავალნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ყველაფერი გამიჩერეს, ბიზნესიც წამართვეს, ყველაფერი დამიყადაღეს. ჩემს ოჯახზეც დაიწყო ზეწოლა. დედა საქართველოში ცხოვრობდა, მასაც ავიწროვებდნენ, დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ამის გამო საქართველოში წამოვედი, აქაც უშიშროება ყოველ ნაბიჯზე დამყვებოდა, არ ვიცოდი როდის დამაკავებდნენ და რუსეთს გადამცემდნენ, ჩემი ქყევანა რუსეთის პატარა გუბერნიად იქცა!

ნავალნისთან დაახლოების მერე დაიწყო აგრესია ჩვენზე, მაგრამ უკრაინის ომის დროს უფრო გამძაფრდა, მას მერე რაც მე ღიად გამოვხატე უკრაინის მხარდაჭერა და განვაცხადე, რომ პუტინის რეჟიმი უნდა დასამარდეს.

საქართველოში  არ დამედგომებოდა, რუსეთშიც ვერ ჩავიდოდი და საზღვარგარეთ წავედი. მას მერე ნავალნის 9 წელი მიუსაჯეს, მისი ადვოკატებიც დააკავეს, მისი გარემოცვის ხალხიც და დანარჩენებზე ძებნაა, არა, უფრო ნადირობაა გამოცხადებული. არ ვიცი ხვალ გამითენდება თუ არა. შეიძლება სწორედ თქვენ იყოთ ბოლო მსმენელი და იცოდეთ, რომ ჩვენი სიკვდილი პუტინის სისხლიანი რეჟიმის ბრალი იქნება.  რუსეთში და საქართველოში ვერ დავბრუნდები, ახლაც მეძებენ და ვიცი, როგორც კი იქ ჩავალ-მომკლავენ!

მამაკაცმა შვილის კოორდინატებიც მოგვცა. დავუკავშირდით გოგონას.

-მამა სულ ებრძოდა პუტინს და მის რეჟიმს, არ მოსწონდა რაც რუსეთში ხდებოდა. ნავალნისთან დაახლოების მერე კი ჩვენს ოჯახზე გაიზარდა ზეწოლა. ძალიან მეშინია, მეც მინდა წასვლა ქვეყნიდან, მაგრამ აკრძალულიც მაქვს და ქონებაც დაყადაღებულია. უნივერსიტეტში სიარულიც მეშინია. მამა ქარველია, რუსეთში ქართველები არ უყვართ, მამა ვერ დაბრუნდება, რომ ჩამოვიდეს ჩემთან, მას მოკლავენ!

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა-რატომ გვიკავშირდებიან ჩვენ. ტელეკომპანია ახალს აქვს რუბრიკა-თავისუფალი სიტყვა-სადაც ნებისმიერს შეუძლია დარეკოს და დააფიქსიროს თავისი სათქმელი. აბსოლუტურად დაცულია კონფედენციალურობა, რესპოდენტის ხმასაც კი ვცვლით მისი უსაფრთხოების გამო. ასე რომ, თუ გაქვთ სათმელი-გელოდებით!

Leave a Reply