ნინი შამათავა

სოციალურ პლათფორმა TIK-TOK – ზე თავი იჩნა ქართველებისთვის შეურაცხმყოელმა გვერდმა სახელწოდებით – Абхазия_ Россия ანუ აფხაზეთი რუსეთია . მოქალაქე თამარ ჯამარიშვილი გამოეხმაურა ამ ფააქტს და ლაივ ჩართვის ფარგლებში სცადა კონტაქტზე გასულიყო ქალბატონთან , რომელიც დაჟინებითა და დარწმუნებით უმაგრებდაა ქართველების ტერიტორიით რუსებს ზურგს, ავრცელებდა ვიდეოებსა და ფოტო მასალას ასევე სიმბოლო Z -ს  ქალბატონთან საუბრისა და პრეტენზიის ხმამაღლა დაფიქსირების შემდგომ თამარმა პასუხად მიიღო  – „ ეს პოლიტიკაა“  და დაიბლოკა, live  წაიშალა .

თამარს საქართველოში, საკუთარ სამშობლოში  კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი გადახდა , რა თქმა უნდა , თავშიც და ბოლოშიც რუსეთია . საქართველოს ბანკომატთან მისულს აპარატს კალმით ეწერა ფაშიზმის სიმბოლო  Z , რეაგირების მისაღწევად კი ამ ამბავს სოც.ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღნა, შედეგად ბანკომატზე უმსგავსო ქმედების კვალი გაქრა .

ჩვენ შევეცადეთ ორივე ფაქტთან დაგავშირებით  გავსაუბრებოდით თამარს და მისგან მოგვესმინა პასუხები .

-თქვენი აზრით , რა რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოებამ , რომ ქალბატონმა შეწყვიტოს პლათფორმაზე აფხაზეთის რუსეთის საკუთრებად გამოცხადება?

მოქალაქეებს,ვინაიდან გვაქვს მინიმუმი იმის შესაძლებლობა ამ პლათფორმის საშუალებით დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე და ყველას , ვინც თვლის , რომ რუსეთია გაგრა , აფხაზეთი და სამაჩაბლო გავაგებინოთ და ავუხსნათ , რომ ეს არის საქართველოს მარგალიტია და ჩვენი ნებით არ დაგვითმია , ეს არის  რუსული პროპაგანდის ნაწილი , სადაც ვითომ უწყინარ ვიდეოებს ნარატივად გასდევს ეს შინაარსი .

როგორ ფიქრობთ რას უნდა უკავშირდებოდეს საქართველოში ფაშიზმის სიმბოლოების გავრცელება ?

იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის თაღზე არის გამოსახული რუსული სიმბოლო, რიგ სოფლებში თუ რაიონებში სტალინის ძეგლები და რუსული დროშის ფრიალი არ იწვევს გაღიზიანებას , გაღიზიანებას რომ  თავი დავანებოთ სტალინის ძეგლს დღესაც ამკობენ ყვავილებით და დღესაც მის სულზე ფიცულობენ . როდესაც ჩვენ ვუბნებით , რომ სტალინი იყო ისეთივე აგრესორი , როგორიც დღეს პუტინია და მათ შორის დღეს განსხვავება არ არის საპირისპიროდ ვიღებ პასუხს , რომ ის არა მარტო ქართველია , არამედ ყვეელაზე ცნობილი ქართველია.  და ამთი ამაყობენ საქართველოს მოქალაქეები , რომლებსაც ჩვენ გაუნათლებლები და უწიგნურები  ვგონივართ  ნეტავ , სად იკვეთება მათი წიგნიერება ? იმ ქვეყანაში, სადაც რეალურად დასჯადი არ არის რუსული სიმბოლიკები , რუსული პროპაგანდა და ასე მარტივად ატარებენ ,სახელმწიფო, რომელიც დუმს და არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს მე პირადად უკვე კითხვის ნიშნები არ მაქვს , მე ვიცი რომ რუსეთს მიზეზი არ სჭირდება .

– სად გვხვდება დღეს რუსული პროპაგანდა ?

რუსული პროპაგანდა გვხვდება ყველგან : საჯარო მოხელეების განცხადებებში , საჯარო სკოლის მასწავლებლების ღია სტატუსებში რუსული ფულით დაფინანსებულ ტელე სივრცეებში , არ გაღიზიანების პოლიტიკაში . ქვეყანა , რომელსაც რუსეთთან ბრძოლაში ამხელა ისტორია აქვს არ უნდა სვავდეს კითხვის ნიშანს „ომი გინდათ ? ‘

მაგალითისთვის : სკოლებში , სადაც არ ისწავლება რეალურად ქართული ისტორია ( არ იგულისხმება სახელმძღვანელო , რეალური საქართველოს  ისტორია )

როდესაც ისტორიის წიგნებში ამა თუ იმ თანამედროვე  „ ლიდერის ‘’ ბიოგრაფია წარმატებით იწერება მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა , რომ 9 აპრილის მოვლენები , 2008 წლის ომი , სოხუმის „დაცემა“ ,  ნაფლეთ-ნაფლეთ გვხვდება წიგნებში , იმდენად მცირე ადგილი აქვს დათმობილი ნეტავ  სად უნდა ისწავლონ და ვინ უნდა ასწავლოს პატრიოტიზმი . ადრე მე, როცა სკოლაში ვსწავლობდი უამრავი ღონისძიება , თუ ღია გაკვეთილი ტარდებოდა პატრიოტიზმზე , იწერებოდა უამრავი ლექსი ,თუ სიმღერა და მქონდა იმის განცდა , რომ ქართული პოლიტიკა იღვიძებდა და ჩვენ , როგორც მოსწავლეები ვიზრდებოდით პატრიოტებად .

– როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას ?

როგორც შეგვიძლია , სადაც შეგვიძლია და რა დროც არ უნდა  იყოს გვახსოვდეს ჩვენი გმირების სახელები , რომლებმაც დღემდე სისხლით მოგვიტანეს საქართველო . მოგმართავთ ახალგაზრდებს , მომავალი ხომ ჩვენია ? ყველა გავერთიანდეთ  და არ მივცეთ საშუალება თუნდაც რუსულ დროშას იფრიალოს საქართველოს ნებისმიერ შენობაზე და არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა , რომ არჩევანის წინაშე დაგვაყენოს

 თავისუფლება თუ მშვიდობა .

Leave a Reply