სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.

მიხეილ სააკაშვილს  ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიხეილ საკაშვილს  დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply