ნინი შამათავა

ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალი ისტორიისა თუ მოვლენის გამაერთიანებელია . 29 აპრილი , ცეკვის საერთაშორისო დღის სტატუსს ატარებს . ოფიციალურად, ცეკვის ხელოვნების მსოფლიო აღიარება მხოლოდ 1982 წელს იუნესკოს მიერ დაარსებული საერთაშორისო საცეკვაო კომიტეტის გადაწყვეტილებითაა მიღებული . ცეკვის საერთაშორისო დღე მიზნად ისახავს ცეკვის ყველა განხრის შესისხლხორცებას , ასევე ითვისებს უნარს გააერთიანოს ხალხი და აალაპარაკოს ერთ, ცეკვის ენაზე .თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ 1727 წლის 9 აპრილს დაიბადა ფრანგი ქორეოგრაფი ჟან ჟორჟ ნოვერი,როგორც ქორეოგრაფი, ისე რეფორმატორი და თეორეტიკოსი. იგი თანამედროვეობის მამად ითვლება. ამ დღეს ტრადიციისამებრ იწვევენ ცეკვის სამყაოს ცნობილ წარმომადგენლებს ,რათა შთააგონოს ხალხს ცეკვის მშვენიერება და დიდებულება

ჩვენ აღმოვაჩინეთ და გავესაუბრეთ მოცეკვავე  ეკა ორბეთიშვილს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობს , არამედ თავის დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობას და სოფელში ატარებს ცეკვის გაკვეთილებს, რათა ჰქონდეთ სოფელშიც შესაძლებლობა ეზიარონ ცეკვის ხელოვნებას.

 რამ გიბიძგათ ამ საქმიანობისთვის მოგეკიდათ ხელი , იფიქრებდით თუ არა , რომ ბავშვური ფიქრები ოდესმე ხორცს შეისხამდა . მოგვიყევით თu რა გზა განვლეთ ოცნებებიდან დიდ სცენამდე .

ბავშვობაში ვერ ვიფიქრებდი.რომ ცეკვისადმი სიყვარული პროფესიულ მნიშვნელობას შეიძენა. სკოლის პერიოდშიც  სოფელში ვსწავლობდი  და არიყო რესურსი ქორეოგრაფიულად საკმარისი გამოცდილების დაგროვებისა . ვერ გადააწყდებოდი ვერანაირ ცენტრს ან წრეს, რომელი ცეკვის შესწავლას უზრუნველყოფდა .

სკოლის პერიოდში მომიწია თბილისში ჩამოსვლა და შევედი ანსამბლ კრწანისში, სადაც მივხვდი, რომ ეს იყო საქმიანობა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა და ვერცკი ვიგებდი დრო როგორ გადიოდა.  7 კლასიდან უკვე აღიძრა იმის სურვილი , რომ ცეკვა ყოფილიყო ჩემი თანამგზავრი ყველგან და ყოველთვის . ჩემთის  გამორჩეული და სანატრელი იყო ნინო რამიშვილი , რომლის ჯეირანიც არც სულიდან მეშლება და არც გულიდან, შევსცქეროდი და ჩემთავს წარმოვიდგენდი სცენაზე

ერთ ისტორიას გავიხსენებ 8-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, ჩემს ოჯახის წევრებს ვატყუებდი, რომ ბევრი მქონდა სამეცადინო, ყველა რომ დაიძინებდა ვრთავდი ცეკვებს წინ სარკე მედგა და ვაპაუზებდი, რათა გამემეორებინა სხვადასხვა ილეთი და დამეხვეწა ტექნიკა , ვცდილობდი მიმსგავსებული მაინც ყოფილიყო ჩემი მოძრაობები და თავსაც ისე ვგრძნობდი, თითქოს სცენის შუაგულშ ვიდექი . ოჯახის წევრებს შევაპარე ნელ-ნელა ვცდილობდი ჯერ საკუთარი ტავი დამეჯერებინა , რომ „ მე ეს შემიძლია“ შემდეგ უკვე ოჯახშიც გავაჟღერე ჩემ სიტყვა . მირჩევნოდა ბოლო ამოსუნთქვამდე საყვარელი საქმე მეკეთებინა და ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა სხვა ფაქტორებს პროფესიის პრესტიჟლობას და შემოსავლის რაოდენობას. დედაჩემი არის ადამიანი , რომელიც უდიდესი სტიმულის მომცემიაა და , რა თქმა  უნდა, სხვა ოჯახისწევრების  მსგავსად გვერდით დამიდგა .

რას გრძნობთ ცეკვისას ?

ჩემი ნება რომ იყოს 24 საათი ვიცეკვებდი, პროცესის დროს ასე მგონია „სამოთხეს ვეთამაშები“, რასაცცეკვისას განვიცდი ზუსტად ისეთი შეგრძნება მგონია სამოთხეში მოხვედრა.  სხვა განზომილებაშ ვინაცვლებ,მგონია დავფრინავ ,  სხვა ჰაერს ვსუნთქავ და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ თითოეული მოძრაობისგან .

ვფიქრობ, აუცილებელია შემოქმედებითი თავისუფლება , რასაც ბატონი შოთა, ჩემი  პედაგოგი არასდროს მაკლებდა . მეუბნებოდა : „მუსიკა რომ ჩაირთვება რაცშენ გინდა ის იცეკვეო“ , შესაბამისად თავისუფლება მივეცი ჩემს შესაძლებლობებს და თავდაჯერებულობამაც იმატა . მუსიკა რომ ირთვებოდა ემოციიდან გამომდინარე თავისით მოიოდა საშემსრულებლო სტილიც და მანერაც . ჩავაბარე ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე  , პარალელურად ვცეკვავი კიდეც უნივერსიტეტის ანსამბლში „კარიბჭეში“. იმდენად მაკლდა თავდაჯერებულობა, რომ ხმამაღლა ვერცკი ვბედავდი ჩემი სურვილების ამოთქმას . გულისსიღრმეში ალბათ მაინც ვიცოდი , რომ ასე მარტივად არ გავუშვებდი ხელიდან ბავშვობის ოცნებას და ბოლომდე ჩავებღაუჭებოდი.

გარდამტეხ მომენტებზე თუ შეგიძლიათ საუბარი ? ან თუ იყო რაიმე სიტუაცია, რომლში მოხვედრაც წაადგა სამომავლო გადაწყვეტილებას ?

 დიახ, კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ : ჩემ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა ერთ დღეს , როდესაც მეჯვარის თხოვნით , მეგობრის ქორწილში მომიწია ცეკვის დადგმა. მცირე ფართი მქონდა სახლში და ვეცადე  მაქსიმალურად მალე და ხარისხიანად დამედგა თუშურ სიმღერაზე ცეკვა .  ქორწილის მეორე დღეს აჭრელდა სოციალური ქსელი , მეგობრები მწერდნენ სოციალური ქსელი აფეთქდა შენი ცეკვითო , ამ ფაქტმა და ხალხის მხრიდან მოწონებამ  უდიდესი სტიმული, ამოცია , ძალა მომცა თავდაჯერებულობის გასამტკიცებლად .  ამის შემდეგ , ანსამბლ  „როკვაში“ მივედი ბატონ უჩა დვალიშვილთან , რომელლმაც განსაკუთრებული ხიბლი და ტექნიკა შემმატაა. იმდენად გავიზარდე მათთან მუშაობით, რომ მივხვდი კიდევ რამდენი მქონდა სასწავლი. სუხიშვილების ტუდიამაც კარი გულით გამიღო, იქვე სტუდიაში დავდიოდი მოდერნის ჯგუფში ბატონ მურო გაგოშიძესთან,რომელიც ჩემთვის პირადად ფავორიტ ჩმონათვალში ერთ-ერთუმნიშველოვანეს ადგილს იკავებს . ანსამბლ „სეუში“ მოღვაწეობასაც გამოვარჩევდი იყო გასტროლები, კონცერტები და ერთ-ერთი საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებააში . ბოლო გაჩერება ანსამბლ „აფხაზეთშია“,სადდაც ამჟამად ვცეკავ ,შემიძლია ვთქვა,  კომფორტისა და ოჯახური სივრცის ეტალონია ყოველი დღისგათენება მახარებს , ვიცი სადაც მივდივარ, ვისთანნაც და რა კედლებშიც. 2021 წლის იანვრიდან გვიძღვება ბატონი ბაჩანა ჭანტურია, ანსამბლის მამა. ამ ადამიანის  შემოქმედება ჩემში ახალ შესაძლებლობებს აღვივებს. მის ნიჭიერებაზე და შემოქმედებაზე რომ დავიწყო საუბარი ვერ დავასრულებთ, ვთვლი რომ გამიმართლა მასთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მომეცა,რადგან ყოველ რეპეტიციაზე ვხვდები რომ ვითარდები და ახალ შესაძლებლობებს ვპოულობ საკუთარ თავში, ყველაზე დიდი კომფორტი მოცეკვავისთვის შემოქმედებითი თავისუფლებაა,რასაც ბატონი ბაჩანა გვიქმნის, არ ვართ ჩარჩოებში მოქცეული და ამის გამო ყოველი დღე საინტერესო და ერთმანეთისგან გამორჩეულია.

ვიცით, რომ თქვენ მხოლოდ თბილისში მოღვაწეობით არ კმაყოფილდებით და სულ მცირე პერიოდია ,რაც საკუთარი თავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენეთ , მოგვიყევით სოფელში ჩასვლის იდეისშესახებ

უკვე ერთი წელია, რაც სოფელში, ზემო ალვანში, გავხსენი ცეკვის სტუდია „გენია“ . ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება , რომელიც ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, სკოლაში მოგვცეს დავალებად შეგვექმნა რიამე პროექტი და მახსოვს, დავხაზე ორსართულიანი ცეკვის სტუდია. გავიდა დრო,  მონდომებით, შრომით , მიზანდასახულობითა და საქმისადმი განუსაზღვრელი სიყვარულით შევძელი , ვარსკვლავების მოწყვეტა და ჩემ თავს დავანახე ,თუ რარეალური შეიძლება გახადოს ადამიანმა მონდომების შემთხვევაში შეუძლებელიც კი.

პანდემიამ მაიძულა კიევ უფრო დავრწმუნებულიყავი, რომ ეს საქმე წამომეწყო .

 

რა აუცილებელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, როდესაც მსგავს მიზანს ისახავს ადამიანი , თქვენი მაგალითით რომ მოგვიყვეთ რა ნაბიჯები განვლეთ საკუთარი სტუდიის დაარსებისკენ სვლაში

პირველ რიგში, დავარეგისტრირე ქორეოგრაფიული სტუდია, მიკრომეწარმედ , ჩავედი სოფელში მოვიძიე ფართი, მივმართე ახმეტის გამგეობას,რომელთაგან უსაზღვრო მხარდაჭერა ვიგრძენი. ახმეტაში, კულტურის სახლში დამითმეს ფართი, სცენა. ზემო ალვანში კი იჯარით ავიღე ფართი და შევქმენი სტუდია.  ინფორმაცია გავავრცელე ჩემით შემოვიარე ყველა სკოლა, ბაღი, დაწესებულება, თუ კი რამე არსებობდაარაფერი დამიტოვებია .ჩემდაგასაოცრად, უამრავი მსურველი გამოჩნდა მყავს 130 ბავშისგან შემდგარი 7 ჯგუფი.

რას ურჩევდით იმ მოცეკვავეებს , რომელთაც აქვთ სურვილი, მაგრამ შედეგის ეშინიათ , ან არ საკმარის თავდაჯერებულობას ვერ პოულობენ ასეთ საქმეს მიჰყონ ხელი .

არ არის მარტივი , მაგრამ არცშეუძლებელი , აუცილებლად კარგად უნდა ჩაუღრმავდნენ, თუ რა მოყვება შედეგად მათ წამოწყებას . მაგალითად, ჩემ შემთხვევაში მე მაქვს შედეგი იმისა, რომ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას ვუზიარებ ადამიანებს და ახალ თაობას ვზრდი ცეკვის სამყაროში. გონებაში ჩამოწერეთ დადებითი და უარყოფითი, ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები.  დროის მენეჯმენტი არის საკმაოდ გაწერილი და შეზღუდული ,უნდა იყოთ მზად იმისთვის , რომ თავდადებული გახდეთ , თქვენი ყოველი წუთი მოახმაროთ ან თქვენ საკუთარ თავს  , ან ტქვენს არსაზრდელებს . დღეს , ჩვენ დროს არვიყენებთ სწორად ,ვხარჯავთ ფუჭაად , თუნდაც სქროლვაში, სოციალური ქსელებისა ,თუ სხვა პლათფორმების თვალიერებაში . კარგი იქნებაა თუ გავიაზრებთ წუთისოფლის წუთიერ ყოფას და ჩვენ დროს სწორად მოვმართავთ .

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა , ხშირად მატერიალურს წამოწევენ  წინ და თავიანთ გულისთქმას არაფრად აგდებენ .  ერთხელ ვართ ამ ქვეყანაზე და ჩვენი ცხოვრება ჩვენივე სურვილებისამებრ უნდა მოვმართოთ. აკეტეთ ის , რაც უდიდეს სიამოვნებასა და აღმაფრენას გაზიარებთ.

 

სამომავლო გეგმებსა და მიზნებზეც რომ მოგვიყვეთ , რა იგეგმება როგორც თქვენ სტუდიურ ისე კარიერულ საქმიანობაში

ყველა ჩემი მიზანი და სურვილი მორგებულია ჩემს სამსახურზე. ისეთი სფეროა, რომ ვერასდროს გაწერ მომავალს . ჩემი დიდი სურვილია ბავშვები გავიყვანო საქართველოს ფარგლებს გარეთ,რათა მეტი სტიმული მივცე  . ეს ადამიანები საკუთარ შვილებად მიმაჩნია , განვიცდი თითოეულ გაცდენას ,თუ მათთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას . ჩემს გეგმებში აუცილებლად მოიაზრება სასცენო სივრცე . მინდა ჩემი შემოქმედებიდან საზოგადოებას ერთი ცეკვა მაინც გავუზიარო და ჩვენი დადგმა საკონცერტო მასშტაბს გავუტოლო.  უმთავრესად მე უნდა ვიყო სულ ფორმაში , მე უნდა დავიხვეწო ,ვიმუშაო საკუთარ თავზე, დეტალებზე, რათა სხვებს გავუზიარო , სწორი მიმართულება და განვიტარება მივცე.

რას გვეტყვით 29 აპრილთან დაკავშირებით

პირველ რიგში, მადლობით დავიწყებ , რადგან ცეკვის საერთაშორისო დღე არათუ ჩვეულებრივ ადამიანს , არამედ ბევრ მოცეკვავესაც არახსოვს  და დასაფასებელია თქვენი ინტერესი ამ თემის მიმართ . 29 აპრილთან დაკავშირებით, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს ფესტივალს „ტერფსიქორე“ . ქორეოგრაფიის შესახებ  ბევრ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, პატარა მინიატურულ დადგმებსაც იხილავთ და ცოდნას გაიღრმავებთ .

ვისურვებდი მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენ საქმეს, იყოს მეტად დაფასებული, ამისთვის კარგი იქნება დაიგეგმოს მეტი ღონისძიებები და სახელმწიფოსგან იყოს მეტი ხელშეწყობა . ყველლაზე დიდი პრობლემაა, რომ ქვეყანაში არ არის სახელოვნებო ბაზა მაღალ საფეხურზე.

ბოლოს კი გულითა და სულით ყველას ვუსურვებდი განეცადა საკუთარი შემოქმედებით ტკბობის ბედნიერება !

Leave a Reply