ლია პაპუნაშვილი
არ ვიცი რა დავწერო საიდან დავიწყო ვერ ვუყრი სიტყვებს თავს. პირველ რიგში ვარ უზომოდ გამწარებული და გაუბედურებული დედა. ვცხოვრობ საგარეჯოს რაიონ სოფელ ანთოკში, ვარ უკიდურესად გაჭირვებული სულიერად. ექვსი წლის უკან გარდამეცვალა 28 წლის გოგონა. ორი შვილიშვილი დამიტოვა ობლად. რის შედეგადაც ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. სანამ ცოტა გონზე მოვედი და ცხოვრებოს კალაპოტში ჩავდგებოდი, დამატყდა თავს მეორე უბედურება, გარდამეცვალა ახლა ვაჟიშვილი, მასაც დარჩა ერთი ობოლი, რის შედეგადაც ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა, მეტი გზა აღარ დამრჩა.
ცოცხლად მოსიარულე მკვდარი ვარ, არ ვიცი როგირღა ვარსებობ როგორღაც ვიმხნევებ თავს, რომ ჩემი ობლები კიდევ არ დაიჩაგრნენ
და ცოტა წვლილი შევიტანო მათ ცხოვრებაში, მე ვფიქრობ თუ ამაზე მეტი უბედურება დაატყდეს ადამიანს თავს, ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი ასაეთი მდგომარეობა?!
მაგრამ არ მაკმარა ეს უბედურება ჩემმა ბედისწერამ თუ განგებამ, და გუშინდელი ჩემი დღე მოიცვა შავმა ბურუსმა…
დეტალებს ვერ ავღწერ
მაგრამ დამეწვა სახლი,
დამეწვა აბსოლიტურად
ყველაფერ, რაც გამაჩნდა, მაგრამ კულმინაციას მიაღწია იმ უბედურებამ, რომ გამინადგურდა მათი კუთხე და მათი ყველაფერი რაც გამაჩნდა მათი ნივთები მოკლედ ვარ სასოწარკვეთებაში ჩავარდნილი და არ ვიცი რა ვქნა. ძალიან მერიდება მაგრამ მინდა მოგმართოთ თხოვნით, ჩემო კეთილი ხალხო, იქნებ დამეხმაროთ რაღაც მინიმალური თანხით, რომ იქნებ შევძლი ცახოვრება როგორმე, წინასწარ გიხდით მადლობას.😥😥😥
GE96TB7361545064300025
მიმღები: ლიანა პაპუნაშვილი

Leave a Reply