2016 წელს თეთრწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელზე ზეწოლისა და შვილის გატაცების  გახმაურებული ფაქტის შემეგ, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ჯემედიათივიც“  აშუქებდა

მესროლეს და ფეხში დავიჭერი, ბიჭი გაიტაცეს… (ვიდეო)

სულ ვცდილობდით ამ ოჯახთან კავშირზე გასვლას, თუმცა უშედეგოდ და აი, 6 წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით, „თავისუფალი ზონის“ აწ უკვე ყოფილ წევრებთან საუბრისას, გაირკვა, რომ 2016 წელს გადატებული ნ.ყ. ადრე მათი წევრი ყოფილა.

კონფედენციალურობიდან გამომდინარე არ მოვყვებით როგორ დავუკავშირდით ახალგაზრდა მამაკაცს, აღმოჩნდა, რომ მას ქვეყანა უკვე დატოვებული აქვს და მხოლოდ ამიტომ დაგვთანხმდა მცირე კომენტარზე, თუმც მოითხოვა, რომ ხმაც შეგვეცვალა და არც სახე გამოგვეჩინა, რადგან ჯერ კიდევ ეშინია მისი შვილის და ოჯახის გამო.

მამაკაცთან საუბრისას გაირკვა, რომ 2016 წელს მომხდარ თავდასხმას ბიძამისის სიცოცხლე შეეწირა, რადგან ცემისას მიღებულმა დაზიანებებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია და სასიცოცხლო ორგანოები დაუზიანა.

-თქვენ 3 დღე გატაცებული იყავით

-ჩემი სამდღიანი უკანონო დაკავება დამთავრდა მეხსიერების პრობლემით, დამიმახინჯეს სამუდამოდ მომავალი!

-6 წელი გავიდა, თან უკვე აღარც ქვეყანაში ხართ  და უფრო  შეგიძლიათ გვითხრათ, რას უკავშირებთ  თქვენს ოჯახე ზეწოლას?

-განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო. გვითხრეს, ჭკუას გასწავლით და გეცოდინებათ ვინ უნდა დააფინანსოთ და რომელ მხარეს უნდა იდგეთო. წაგვართვეს ქონება, 2019-2020 წლებში საბოლოოდ უკანონოდ  გადაიფორმეს, მიუხედავად ამისა, ზეწოლები გრძელდებოდა, პატარა შვილი მყავს და ამიტომ მისი უსაფრთხოებისთვის  მე და ჩემმა ოჯახმა დავტოვეთ ქვეყანა, რომ არა ჩემი პატარა, არ წავიდოდი ემიგრაციაში და ბოლომდე ვიბრძოლებდი!

 

ამ დროს მამაკაცთან კავშირი გაწყდა, კითხვები კიდევ ბევრი გვქონდა, მაგრამ   ვეღარ შევძელით დაკავშირება, ვერც მამამისის ადგილსამყოფელი გავიგეთ. თუ ნ.ყ. – ს სურვილი ექნება უფრო ვრცლად მოგვიყვეს მისი და ოჯახის ისტორია, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ და მისი სათქმელი საზოგადოებამდე მივიტანოთ.

Leave a Reply