გიორგი თავდგირიძე

ბევრ სისულელეს ვკითხულობ აზოვის მებრძოლებზე და მათთან ერთად ტყვედ ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებზე. ზოგს დავალება აქვს და ზოგიც ფეისბუკზე გასაბრექად წერს ალბათ.
რაც შეეხება აზოვს და მარიუპოლის ეპოპეის სხვა მონაწილეებს:
1. კარგად იყვნენ მომზადებული:
2. იბრძოლეს საოცრად;
3. საბრძოლო ამოცანა შეასრულეს სრულად;
4. იბრძოლეს იმაზე დიდხანს ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა;
5. განსაკუთრებით ომის საწყისს ეტაპზე ბრძოლაში ჩაითრიეს და მარიუპოლში ბრძოლით შებოჭეს მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალები ( ამბობენ 40 მდე ბატალიონის ზომის ტაქტიკური ჯგუფიო), რითაც გაუადვილეს სხვა მიმართულებებზე მებრძოლებს წარმატებული თავდაცვა;
6. უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების შემდეგ შეწყვიტეს ბრძოლა და ჩაბარდნენ ტყვედ;
რომელი გენიოსი ხედავთ აქ რაიმეს ისეთს რაც ამცირებს სამხედროს, მებრძოლის ღირსებას ან არ ჯდება სამხედრო ეთიკაში?
ყველაფერი, სამხედრო პროფესიული გადასახედიდან, არის მაღალი შეფასების ღირსი, ტყვედ ჩაბარებაც კი. თითოეულ მებრძოლს კი ჩემი პატივისცემა უკიდურესი ფიზიკური და მორალური გამძლეობისთვის, უფრო დიდი პატივისცემა საოცარი ბრძოლისთვის ჭარბ მტერთან.

Leave a Reply