ნინი შამათავა

ძალადობა, ქმედება , რომელსაც გამართლება არ აქვს!..

სამწუხაროდ , 21-ე საუკუნეში გახშირდა ძალადობის ფაქტები , რომელთა ეპიცენტრშიც ქალები ექცევიან .   ფიზიკურად, ეკონომიკურად თუ ფსიქოლოგიურად მოძალადეებს არ აქვთ ერთი პროფილი – მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი- მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში.  ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით ოჯახური ძალადობის შემზარავ ფაქტებს . დღეს ოჯახები ნარჩუნდება ცრემლის , ნერვიულობის , ფიზიკური ანგარიშწორების , დამცირებისა და შეურაცხყოფის ფასად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, პატრიარქალური კულტურის ნორმებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ქალზე ძალადობას „ოჯახის საქმედ“ თვლის, ან ამართლებს. სწორედ ასეთ არასწორ გარემოში მოხვედრილი ქალი ექცევა გავლენის ქვეშ და შიშით ხმას ვერ იღებს . არის შემთხვევებიც, როცა უკიდურეს ზომამდე მისული, აუტანელ გარემოში მყოფი ქალი საკუთარ ოჯახს სთხოვს დახმარებას, თუმცა ისინიც მოთმინებისკენ მოუწოდებენ,ვინაიდან ხალხის აზრი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა  დგას ამდენწლიანი ოჯახის ერთიხელისმოსმით დანგრევა კი სალაპარაკო გახდება.

 

ამის მაგალითი იყო მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაცია , რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. რა თქმა უნდა, მათ ოჯახში არ იქნებოდა პირველი შემთხვევა , როცა ქმარმა ცოლზე იძალადა , თუმცა ეს უკანასკნელი საბედისწერო აღმოჩნდა . ქალი ოჯახს წლების განმავლობაში  სთხოვდა შველას , თუმცა არავინ ურჩევდა ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევას . წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანის გარშემო დატრიალდა ტრაგედია. გარდა იმისა , რომ მოკლული ქალის დედა ინფაქტით გადაიყვანეს კლინიკაში, კითხვის ნიშნის ქვეშაა ოდესმე შვილები თუ შეძლებენ გონებიდან ამ ლაქის ამორეცხვას!!!

 ჩვენთვის ნაცნობი მაგალითების გარდა აუარებელია რიცხვი მსხვერპლი ქალებისა!  ვის , ან რის ფასად ღირს ცხოვრების განადგურება ? რატომ დაითესა ასეთი შიში ხმის ამოღებისა ? და რას აკეთებს სახელმწიფო ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

ჩვენ ქვეყანაში არათუ არასაკმარისად მკაცრი  კანონები მოქმედებს , არამედ ხშირად პათოლოგიას ან ფსიქიკურ მდგომარეობასაც კი  აბრალებენ ადამიანის დანაშაულს შესაბამისად , იმაზე ნაკლებ სასჯელს აწესებენ, ვიდრე ეკუთვნის . სახელმწიფონ აუცილებლად უნდა გაამკაცროს კანონები რამეთუ თითოეულმა მოძალადემ მიიღოს საკადრისი საზღაური და აგოს კანონის წინაშე პასუხი . ქართული საზოგადოება ხომ ცხვრის ფარას ჰგავსს თუ ერთი სამაგალითოდ დაისჯება დანარჩენებიც მალევე მიყუჩდებიან.

კანონებს გარდა, მთავარი პრობლემა თავად ქალებში და მათ ირგვლივ მყოფ სოციუმშია . სანამ მსხვერპლი საზოგადოდ  არ ახდის ფარდას საკუთარ ტანჯვას , იქამდე ვერავინ დაეხმარება . მშობლებისა და „კეთილის მსურველებისგან“ ხელისშემშლელი სიტუაციის წარმოქმნის მიუხედავად  დაიხურეთ ქუდი და სასწრაფოდ გაეცალეთ უმსგავსობას. ყბადაღებული ფრაზა-“რას იტყვის ხალხი” ხშირად ხდება ძალადობის გადამფარი და ფატალური შედეგის დამდგომი!

დაიმახსოვრეთ, თქვენ იმაზე მეტი ხართ ვიდრე მოძალადის გვერდით მთელი სიცოცხლის წამებაში  გატარებაა . ვის აქვს უფლება  ფიზიკურად გაგისწორდეთ , თქვენ და თქვენი შვილები ფსიქიკურად გაგანადგუროთ  , ან სიცოცხლე ჯოჯოხეთად გიქციოთ , ან  თავად  განსაზღვრონ  თქვენი ბოლო დღე?

იქნებ წასასვლელი არსად გაქვთ და ამის გეშინიათ? თუ ყველამ ზურგი შეგაქციათ უბრალოდ ხმა მიაწვდინეთ  ხალხს , არა ერთი ორგანიზაცია არსებობს , უამრავი კეთილი ადამიანი დაიარება  დედამიწაზე, რომელიც შეძლებს  გარკვეული პერიოდი მაინც  გამოგიწოდონ დახმარების ხელი . რაც მთავარია ენას კბილი აუშვით და მიეცით თქვენ თავს ბედნიერების უფლება , გაითავისეთ თქვენი ფასი და შეძელით ნაბიჯი გადადგათ უკეთესობისკენ .

Leave a Reply