მას შემდეგ, რაც 2016 წელს თეთრწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელზე ზეწოლისა და შვილის გატაცების გახმაურებული ფაქტის

გამო საქართველოდან უკვე შორს მყოფი დაზარალებული მამა-შვილი დაგვიკავშირდა და მომხდარზე ახალი დეტალები გაახმაურეს, კერძოდ კი 2016 წელს გატაცებულმა ნ.ყ-მ გვითხრა  რომ ბიძამისი ცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა

აღმოჩნდა რომ ზეწოლამ და აგრესიამ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახამდე მიაღწია.

რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური რეპრესიებს გაქცეული მამაკაცი თავად დაგვიკავშირდა და დახმარება ითხოვა. მისი თქმით გატაცებული შვილის ნ.ყ-ს სატელეფონო საუბრის გავრცელების შემდეგ მისი გარდაცვლილი ძმის ცოლის ოჯახს მიუვარდნენ უცნობი პირები და ბავშვები შეაშინეს.

მამაკაცის ნათქვამის გადასამოწმებლად მარტოხელა ლ.მ-ს სახლში მივაკითხეთ. ქალი აღელვებული და შეშინებული იყო, მისი თქმით თუ ასე გაგრძელდება ვერ შეუქმნის შვილებს საფრთხეს და ისიც დატოვებს ქვეყანას. ქალმა ისიც გვითხრა, რომ თუ მისი მაზლის ადგილ-სამყოფელს მიაგნეს, აუცილებლად გამოასალმებენ სიცოცხლეს.

Leave a Reply