ეკა ბესელია

დღის წესრიგი ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის -დაგვიდო სამუშაო მაგიდაზე .
სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეპოლიტიზირებული მართლმსაჯულება, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია, ანტიკორუფციული დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახალხო დამცველი -არა მმართველი პარტიიიდან , ეფექტიანი გამოძიების სისტემა, დეოლოგარქიზაცია , დამოუკიდებელი ისნტიტუტები …..
ყველაფერი გასაგებად წერია .
წერა -კითხვის სწავლის ფაზა დიდი ხანია გავიარეთ .
თუ ამის გაგება რთულია, ვერ დაგვინახავენ როგორც პარტნიორს .
ღია კარიც მუდმივად არ იქნება ღია …რომ არ დაიხუროს, ჩვენ , საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ ამისთვის მზაობა .
არ ვარგა ხელისუფალი? უნდა შეცვალო! უნდა შეცვალო უკეთესით ! ეს ენერგია , ძალა თუ ერს არ აქვს, ვერ შევძლებთ მიზნის მიღწეევას .
და არაფერია შეუძლებელი , როდესაც დიდი მიზნისთვის ბოლომდე იბრძვი და არ გენანება დღეები, თვეები და საკუთარი თავი …
და შეგვიძლია !

Leave a Reply