თსუ-ს სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ:
დღეს, ისე როგორც არასდროს, ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე – წავალთ დასავლეთისკენ და დავუბრუნდებით ჩვენს ცივილიზაციურ აკვანს, თუ კვლავ აღმოვჩნდებით რუსული იმპერიის მარწუხებში.
ჩვენი წინაპრების მკაფიო არჩევანი, ჩვენი ევროპული მომავალი, საფრთხის წინაშეა.
ამ სიტუაციაში ახალგაზრდებს არ გვრჩება სახლში ჯდომის მორალური უფლება. ჩვენი საერთო მომავალი არის დასაცავი და გადასარჩენი!
სწორედ ამიტომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (მიუხედავად პოლიტიკური თუ პარტიული განსხვავებებისა) გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ 20 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციას.
20 ივნისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში, გელოდებით ყველა თსუ-ელს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ევროპული, ღირსეული მომავალი.
ერთად გადავინაცვლოთ რუსთაველის გამზირისკენ! ✊❤️
ახლა ერთობის დროა! ეს ბევრად მეტია, ვიდრე ვიღაცის ვიწრო პარტიული ინტერესები და შეხედულებები. ახლა – ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ერთად ვმარცხდებით.
არჩევანი ჩვენზეა! 🙌
გელოდებით‼️ ✊❤️🇬🇪🇪🇺

Leave a Reply