მაკო საგინაძე

რუბრიკა ადამიანები წალკიდან

მეწარმე ქალები

 

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლში მდებარეობს, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკომიგრანტებია, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხანია ცხოვრობენ აქ, თუმცა ყველანაირად ცდილობენ მათთვის საინტერესო საქმის კეთებას.

წაკლაში ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდებით,რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და მათ ინტეგრირება სიახლეებთან, ამ კუთხით აქ მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ბევრი საშუალება არ აქვთ, მაგრამ ისინი ქალაქში მიღებული ცოდნას და გამოცდილიებას საკუთარი რეგიონისთვის და ხალხისთვის იყენებენ. არც გარკვეული პროექტებია მათთვის უცხო,რომელებსაც სხვადასხვა ორგანიზაცია აკეთებს და მონდომებულ ყველა ასაკის ადამიანს აძლევს იმის საშუალებას,რომ მისი მიზნების შესრულებაში დაეხმაროს.

გიამბობთ ადამიანებზე,რომლებმაც ბევრი იშრომეს მიზნის მისაღწევად,მარტივი არ არის ხალხის მიერ შექმნილ სტერეოტიპებს გაუმკლავდე და შენი ოცნებებისკენ გზა გაიკვალო, ამის ძალიან კარგი მაგალითია მანანა ბოლქვაძე,რომელმაც მასწავლებლობიდან ლექტორობაზე გადაინაცვლა,გახდა მეწარმე ქალი და დაარსა საკუთარი ბრენდირებული თაფლი. როგორია მეწარმე ქალის წარმატების ფორმულა-ამ კითხვაზე პასუხს სწორედ მისგან მოისმენთ.

-როგორ მოხვედით დღემდე?

ჩემი ისტორია იწყება ეკომიგრაციით,წარმოშობით ვარ ხულოს რაიონიდან და ერთ დღეს როდესაც მეწყერმა ჩვენი სახლი დაანგრია, დავრჩით უსახლკაროდ და ყველაფრის გარეშე. მამის გადაწყვეტილებით საცხოვრებლად გადავედით წალკაში სოფ.გუმბათში, უცხო გარემოში და საზოგადოებაში,სადაც ქართველებიც კი არ იყვნენ ,რამდენიმე ოჯახის გარდა,არ იყო ქართულენოვანი სკოლა იმხელა რეგიონში, სადაც სწავლის გაგრძელებას შევძლებდი,ამას  მოჰყვა ნაადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები,გაჭირვება და ა.შ

როდესაც 15 წლის ვიყავი , ძალით გამათხოვეს, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო . არ მქონდა წიგნები და დრო, რომ სრულყოფილი განათლება მიმეღო, მაგრამ მაინც შევძელი სკოლის დამთავრება.სწავლის გაგრძელება უმაღლესში ძალიან მინდოდა ,თუმცა ესეც მოითხოვდა ფინანსურ მხარდაჭერას და ამის რესურსი ჩემს ოჯახს არ ჰქონდა , ამიტომ ჩავაბარე დაუსწრებელზე გეოგრაფიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლასთან ერთად გავხვდი გეოგრაფიის მასწავლებელი ჩემი სოფლის გუმბათის საჯარო სკოლაში.

-რატომ გადაწყვიტეთ მეფუტკრეობა?

მიუხედავად იმისა , რომ მასწავლებელი ვიყავი გაჭირვების გამო საზაფხულო არდადეგებზე მწყემსობასაც ვითავსებდი, სწორედ ამ მწყემსობის პერიოდში დავინტერესდი ფუტკრებით.ჩემი ინსპირაციის წყარო და დაინტერესების მიზეზი მწყემსების კარავთან გაჩერებული ფუტრებით დატვირთული „ტრაილერის“ მფლობელი გახდა.მან ფუტკრების შესახებ მიამბო ,რამაც დამაინტერესა.გავიარე სამთვიანი გადამზადება და უფრო მეტი გავიგე ფუტკრებზე.

-მეფუტკრეობასა და შენს ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა გარკვეული წინააღმდეგობები ?

კი ,რა თქმა უნდა პირველი იყო სტერეოტიპი , რომ თითქოს მეფუტკრეობა მხოლოდ კაცის საქმეა და ხშირად დაცინვის ობიექტიც ვიყავი,რადგან ფუტკრის მხოლო ერთი ოჯახი მყავდა.

-და მიუხედავად ამისა, გააგრძელეთ ბრძოლა და კარიერულადაც გაიზარდეთ.

დიახ, მიუხედავად იმასა , რომ 11 წელი მასწავლებელი ვიყავი ფუტკრებზე დაინტერესების შემდეგ არა ერთი ტრენინგი და გადამზადება გავიარე ,უფრო მეტის გასაგებად ამერიკაშიც გავემგზავრე და დაბრუნების შემდეგ მივიღე შემოთავაზება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან , რომ წამეკითხა ლექციები აგრონომიის და სოფლის მეურნეობის ჭრილში.

გამიჩნდა იდეა რომ ვაწარმოო საკუთარი თაფლის ნაწარმი და 2019 წელს დავაარსე ბრენდი, რომელშიც არამარტო თაფლი ,არამედ წარმოდგენილია სხვადასხვა ნუგბარი როგორიცაა: ნიგოზი და თაფლი , კენკროვანი ხილი და თაფი და ასევე გეგმაში მაქვს თაფლის ღვინის წარმოებაც.

-თქვენი ნაწარმი მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გვხვდება?

არა , რა თქმა უნდა აქტიურად ვაწარმოებ ექსპორტს უკვე სამ ქვეყანაში ესენია : კანადა,ლატვა და ლიტვა. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთანაც.

-და ბოლოს რას ურჩევდით ახალბედა მეწარმეებს ,განსაკუთრებით კი ქალებს ?

ვურჩევ რომ , რაც მათში არ მოსწონთ კიდევ უფრო განავითარონ ,რადგან ის  ნამდვილად თქვენ ხართ! არავის დაუჯეროთ პროფესიის და საქმიანობის არჩევაში,რადგან თქვენ ხართ საკუთარი ბედნიერების გასაღები,ხოლო ქალებო, თქვენ სრულიად საკმარისები ხართ იმისთვის ,რომ მიაღწიოთ მას, რაც მთელი გულით გინდათ.

 

 

Leave a Reply