ალექსი ნონიაძე

“სტრატეგია აღმაშენებელი”

მათთვის, ვინც ფიქრობს: „რაში გვჭირდება ევროპა?”
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად გაფორმდა 17 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 1.07 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე:
– გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან (KFW)
– საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD)
– ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD)
– აზიის განვითარების ბანკთან (ADB)
– რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD)
– ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB)
– სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციასთან (NEFCO).
მათ შორის, დაახლოებით, 195 მლნ ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 871 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება საგზაო, კომუნალური ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად.
წყარო: „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ” პრემიერის მოხსენება

 

Leave a Reply