მაკო საგინაძე

მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი წალკელი წარმატებული მეწარმე ქალი – ქეთი ბოლქვაძე,რომელიც სულ რაღაც 23 წლისაა და ის ოფიციალურად 2018 წლიდან ამუშავებს ნედლ რძეს და აკეთებს ყველის სხვადასხვა სახეობას,როგორიცაა: იმერული ყველი,სულგუნი,პიტნიანი,დაწნულიდა შებოლილი სულგუნი. ის ბავშვობიდან ოცნებობდა საკუთარ ბიზნესზე. ბევრი სირთულის და დაბრკოლების მიუხედავად ყველაფერი შეძლო.2022წლის ივნისსში გეგმავს აჭარული ტრადიციული ,,ყურუთის“ ქართულ ბაზარზე გატანას, ასევე გეგმავს აჭარული ტრადიციული ყველის ,,შუშველას“ წარმოებას.მისი აზრით ეს წამოწყებები გააცოცხლებს  მივიწყებულ აჭარული რძის პროდუქტების ტრადიციას.

-როდის გადაწყვიტე საწარმოს დაარსება?

საკუთარ საქმეზე ბავშვობიდან ვოცნებობდი ათი წლის ვიყავი როცა მამამ გვერდით დამიყენა და ყველაფერი მასწავლა ბიზნესსზე. ჩვენი ინტერესი რძის პროდუქტები იყო ამიტომ გადავწყვიტეთ ყველის საწარმოს დაარსება და დავაარსეთ კიდეც, რომელიც 2018 წლიდან დღემდე წარატებით ფუნქციონირებს.

-საწარმოს გახსნის მთავარ სირთულებებზე ,რომ გვიამბო?

რა თქმა უნდა ეს არის ფინანსები ,ყველაფერს სჭირდება ფული და საწყის ეტაპზე ჩვენ ზუსტად ამის პრობლემა გვქონდა.დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ მოგების გარეშე ვმუშაობდით და ასევეა რეალიზაციის პრობლემა – რთულია გამოცდილ ბრენდებს გაუწიო კონკურენცია.

– სად ახერხებთ თქვენი პროდუქციის რეალიზაციას?

ჯერ-ჯერობით ქვეყნის გარეთ არ გაგვაქვს და მხოლოდ შიდა ბაზარზე ვახდენთ მის რეალიზაციას,გვყავს მუდმივი მომხმარებლები თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

-გარდა ყველასათვის ნაცნობი პროდუქტებისა ,რა სიახლეს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

ჩემი სურვილია მივიწყებული აჭარული რძის პროდუქტების გახსენება და შეთავაზება მომხმარებლებისთვის,ასეთი ჯერჯერობით ორი პროდუქტი გვაქვს ესენია , ყურუთი ,რომელიც გამოირჩევა თავისი სპეციფიკური გემოთი , გემრიელია ჩაისთან და ასევე ლუდთან , რომელიც პოპულარიზაციის შემდეგ დიდ კონკურეციას გაუწევს შებოლილ ყველსა და მარილიან მიწის თხილს. მეორეა შუშველა- ეს დატესტვის პროცესშია და ზუსტად არვიცი რა გამოვა, რადგან რეცეპტი სრულად არ გვაქვს.

– შენ შენს ბიზნესში ძალიან ჩართული ხარ და ასევე ხარ სტუდენტი ,როგორ ახერხებ ორივეს, რთული არ არის ?

სწავლის პროცესი რა თქმა უნდა არის რთული ,არმინდა რომ რომელიმემ ერთმანეთი გადაწონოს, ორივეს ვუთმობ თანაბარ დროს და როცა სწავლით ვარ დაღლილი ჩემი საწარმო მეხმარება განტვირთვაში.

-რას ეტყვი ახალგაზრდებს, როგორ აისრულონ საკუთარი ოცნებები? რა არის შენი წარმატების ფორმულა.

– შრომა , რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად ფასდება და არ მიეცენ დაღლას, და არასდროს თქვან  საკუთარ ოცნებებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply