19 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. აქ წვიმაა მოსალოდნელი.

გორშიც წვიმს. +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი.

გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +35 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში ნალექი მოსალოდნელი არაა.

Leave a Reply