ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის”

ივანიშვილის წერილზე:
რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ რა უსწრებდა ამ წერილს წინ
1. წინასწარ გამოჰყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება რათა საჯაროდ ეთქვათ ‘სიმართლე’, რომლის თქმის საშუალებასაც პარტია ‘არ აძლევდათ’
2. ‘სიმართლე’ რომელიც თქვეს არის ის რასაც მანამდე ტვ იმედზე ივანიშვილის დაქირავებული ‘ექსპერტები’ ამბობდნენ – ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს
3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): ‘ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.’
დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპეკტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:
შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი.
შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს
ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო რომ ეთქვა – 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო
ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს
ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას
თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო
პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა:
‘აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.’
ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო 🙂
‘მეშჩანი’ როგორ არის ქართულად?”

Leave a Reply