ბლოგი

ნიკოლოზ ცაგურიშვილი

14 წლის

ახლა უკრაინაში და არამარტო უკრაინაში ომი მძვინვარებს!

ადამიანების უმეტესობას სურს მშვიდობა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ხვდებიან მშვიდობის ფასს! ან არ უნდათ რომ მიხვდნენ!  დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ მსოფლიოს რუსეთი ატომური ბომბით ემუქრება, რასაც ძალიან ცუდი შედეგი ექნება მტელი კაცობრიობისთვის. ისტორიული მაგალითი გვაქვს, ჰიროსიმაში, მაგრამ „მსოფლიოს მამიდებს“ არ უნდათ დაინახონ ის მძომე შედეგი, რაც ატომური ბომბის ჩამოგდებას მოჰყვა!

მინდა პატარა სადაკო სასაკიზე  მოგიყვეთ.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, იაპონის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკაში ატომური ბომბები ჩამოგდეს, რამაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა!..

გადარჩენილებს შორის სადაკო სასააკიც იყო თუმცა, სგოგონა ლეიკემიით დაავადდა.

სადაკოს სჯეროდა თუ 1 000-ს ქაღალდის ჩიტს გააკეთებდა და სურვილს დააწერდა, სურვილიც ასრულდებოდა, თუმცა … მან 1000 წეროს გაკეთება ვერ მოასწრო!

სამწუხაროდ სადაკო ნაადრევად გარდაიცვალა.  მისმა თანაკლასელებმა სადაკოს 1000 წერო მაინც დაასრულეს და იქცა სადაკო მშვიდობის სიმბოლოდ. ჰიროსიმას მშვიდობის პარკში მალევე გამოჩნდა სადაკოს სასაკის მონუმენტი,რომელიც მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.ყოველ წელს ჰიროსიმელი ბავშვები(და არა მარტო) იკრიბებიან მონუმენტთან,მიაქვთ ქაღალდის წეროები, პატივს მიაგებენ სადაკო სასაკისა და მის უკან მდგარ დღუპულთა არმიის ხსოვნას,იხსენებენ ტრაგედიას და ცდილობენ მშვიდობისკენ სვლას…

მთავარი ისაა, რომ სადაკომ, სიკვდილის პირას მყოფმა ბავშვმა, სიცოცხლის ნაცვლად მშვიდობა ისურვა. 12 წლის სადაკო სასაკიც კი ხვდებოდა მშვიდობის ფასს, ზოგიერთი უფროსისგან განსხვავებით.

Leave a Reply