პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში არ წარადგინა.

-“ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება. გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით განხორციელდა ჩემი კანდიდატურის არგადაცემა საკანონმდებლო ორგანოსთვის და საზოგადოებასთან ერთად მეც დიდი ინტერესით ველოდები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან თავად მის განცხადებას.
მე მრავალპარტიული მხარდაჭერა მქონდა მეორედ არჩევისას, ამიტომ ვერ გავიზიარებ რომ ვარ მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი”, – თქვა კალანდარიშვილმა.

Leave a Reply