ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში განაცხადა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

„კიდევ ერთი გათავისუფლებული დასახლება! პრინც რომან დიდის სახელობის მე-14 მექანიზებული ბრიგადის წყალობით, უკრაინის დროშა დაბრუნდა ჩკალოვსკეში, ხარკოვის ოლქში. ასე იქნება ყველგან. ოკუპანტებს ჩვენ ყველა უკრაინული ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით”, – დაწერა ზელენსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published.