6 ოქტომბერს ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +25, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +25 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოშიც, სადაც დღისით +13 ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

Leave a Reply