„ტელეკომპანია ახალი’’  და ,,ნინო რეხვიაშვილის გამომცემლობა’’ საშობაოდ აცხადებს ხელოვნების კონკურს-ფესტივალს ,,ოცნებები ხდება’’.

კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევათ საზღვარგარეთ მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებსაც.

ასაკი შეუზღუდავია!

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ელექტრონულ ფოსტაზე

akhalitv.ge@gmail.com

ატვირთოთ შემდეგი;

1.საკონკურსო ლექსი, ნოველა, მინიატურა, მოთხრობა, ესე, მინი სცენარი (2 გვერდი)ბეჭდური სახით.

  1. ჩანახატი. ხელნაკეთი ნივთის ფოტო.
  2. ფოტოსურატი 3+4-ზე.
  3. ფიქსირებული თანხის (20. 00 ლარი) გადახდის ქვითარი.

GE68BG0000000366135010

შესაძლებელია  ტელეფონით ჩაწეროთ სამ წუთიანი ვიდეო რგოლი -,,როგორ ამიხდა ოცნება’’.

 

ნაშრომებისა და დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

 

ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური! ასევე სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

პირველი შესარჩევი ტურის გამარჯვებულები სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან და გადავლენ მეორე ტურში.

მეორე ტურში მონაწილეობისათვის საჭიროა მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამარჯვებულის მიერ აიტვირთოს 50.00 ლარის გადახდის ქვითარი.

მეორე ტურის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და გადავლენ მესამე შესარჩევ ტურში, სადაც თითოეულ ნომინაციას თითო გამარჯვებული ეყოლება.

მესამე დასკვნით ტურში მონაწილეები დაიშვებიან 80.00 ლარიანი გადახდის ქვითრის ელექტრონულ ფოსტაზე ატვირთვის  შემდეგ.

ეს იქნება გალა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც  25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში წარიმართება!

ფინალისტების ნაშრომები დაიბეჭდება ჟურნალის სპეციალურ გამოშვებაში სახელწოდებით – ,,ოცნებები ხდება’’.

მონაწილეები დაიყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად!

 

  • გამარჯვებულ ლექსზე შეიქმნება სიმღერა და კლიპი.
  • პროზაულ ნაწარმოებზე გადავიღებთ 5-10 წუთიან ფილმს!
  • გამარჯვებული ვიდეო-რგოლი ,,როგორ ამიხდა ოცნება’’ ჩაიწერება აუდიო დისკზე და ჩაიდება ჟურნალის სპეციალურ გამოშვებაში ,,ოცნებები ხდება’’.

 

ყველა მონაწილე მოწვეული იქნება სტუდიაში

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

599 88-97-18     599 74-68-10

 

 

Leave a Reply