ფერმერ ქალთა ასოციაცია, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, აწყობს საახალწლო ბაზრობას,  რომელიც გაიმართება თბილისში ლერმონტოვის 12-ში, სასტუმრო „მაქმანის“ ეზოში.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება კვების პროდუქტები, ნუგბარები, სასმელები, საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარები, საჩუქრები, სამკაულები და მრავალი საინტერესო პროდუქტი.

ბაზრობაზე მოწვეულები იქნებიან პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სხვადასხვა ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. მოხდება ბაზრობის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და პარტნიორი ტელევიზიით გაშუქება.

ბაზრობაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეთ ფერმერ ქალთა ასოციაციის ფეისბუქის პირად შეტყობინებაზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 598 830 630 და 568 418 833, სადაც უნდა დააკონკრეტოთ თუ რის წარმოდგენას გეგმავთ.

გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

ბაზრობაში მონაწილეობა ფასიანია და თითო მონაწილემ უნდა გადაიხადოს 40 ლარი, რომელიც უნდა ჩარიცხოს ასოციაციის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს 13 დეკემბრისა.

ასოციაციის საბანკო ანგარიშია: ს.ს “თიბისი ბანკი”, GE10TB7939436040100002.

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply