– დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი! პუტინი არის მკვლელი, მაგრამ არა სულელი…
📌ვოლოდიმირ ზელენსკი 👇
-დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ტელეფონზე მითხრა, რომ ელოდება ჩვენს შეხვედრას, ჩემი ვიზიტი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველი, ვიცი, რომ მას აქვს საკუთარი ამერიკული კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი საკითხი ერთ-ერთია ყველაზე აქტუალური პრეზიდენტი ტრამპისთვის.
❗პუტინი არის მკვლელი, მაგრამ არა სულელი.
“ის მოემზადება, გაითვალისწინებს თავის შეცდომებს, ექნება ბევრი იარაღი და ეყოლება ძალიან დიდი ჯარი. გგონიათ, რომ დაბრუნდება და მხოლოდ ჩვენთან იბრძოლებს? ის გაანადგურებს ყველაფერს მის გარშემო და თუ არსებობს რისკი, რომ ტრამპმა დატოვოს ნატო-ს, პუტინი გაანადგურებს ევროპას”

Leave a Reply