აშშ-ისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე
საქართველო და შეერთებული შტატები კიდევ უფრო აძლიერებს სამართალდაცვით და სასამართლო თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის ორმხრივი ხელშეკრულების შეთანხმების გზით. მოლაპარაკებები აშშ-სა და საქართველოს შორის გაიმართა თბილისში, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე, რომელშიც აშშ-ის მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტები, ხოლო საქართველოს – იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა.
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი და სასამართლო თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, და სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს თანამშრომლობას ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებებზე. სამართალდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა და ამ შემდგომი ნაბიჯით აგრძელებს ამ ურთიერთობების განმტკიცებას.
გაფორმებისა და რატიფიცირების შემდეგ, აღნიშნული ორმხრივი ხელშეკრულება, სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, დამნაშავეების უფრო ეფექტურად გასამართლების კუთხით.
U.S.-Georgia Joint Statement on Extradition Treaty Negotiations
Georgia and the United States are further enhancing their law enforcement and judicial cooperation by negotiating a bilateral extradition treaty between the two countries. From January 31 through [February 2], 2023, negotiations between the United States, represented by the Department of State and the Department of Justice, and Georgia, represented by the Ministry of Justice and the Prosecution Service of Georgia, took place in Tbilisi, Georgia.
Georgia and the United States have enjoyed a rich history of law enforcement and judicial cooperation spanning 30 years, including collaborating on large scale transnational fraud, organized crime, money laundering, human trafficking, and other serious offenses. Through many years of law enforcement cooperation, the two countries have built a strong partnership and trust, and this is the next step in building that relationship.
Once finalized and ratified, this bilateral treaty will benefit both countries by facilitating bringing criminals to justice more effectively and efficiently.

Leave a Reply