ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილი გახდა 2021 წლის 29 ნოემბერს ,ადამიანის წამების(შედეგი უცნობია) ფაქტი სოფელ მატაანში, რაშიც პირდაპირ მონაწილეობას იღებდა და მეტიც, მის ოჯახში-სარდაფში იქნა მიყვანილი პიროვნება, ეს თემა ეხება არც მეტი,არც ნაკლები ქვეყნის პირველი პირის, პრემიერ – მინისტრის სიმამრს,რომელიც ფიქტიურად “მეფედ” ზის კახეთის მხარეში. ამის შემდეგ, ფაქტის შემსწრე პიროვნება მიდის პოლიციაში და წერს განცხადებას დანაშაულის თაობაზე,სწორედ ამ წუთიდან იწყება ის ჯოჯოხეთი,  რასაც დღემდე გადიან  უკვე უცხოეთში მყოფი გ.ფ ს მოხუცი მშობლები.

 

გ.ფ.- ს მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან მისი და  ოჯახის სიცოცხლე დადგა საფრთხის წინაშე ამ მაღალჩინოსნის ოჯახისგან. კარგად რომ განვმარტოთ,ადამიანს, რომელმაც განაცხადა სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოუწყვეს პოლიტიკური ტერორი!

დიდი ხნის პაუზის შემდეგ,დანაშაულის მოწმე პირველად დაეკონტაქტა ოჯახს ,სწორედ ეს გახდა მიზეზი გ.ფ.-ს მოხუც მშობლებზე მორიგი თავდასხმის! წყაროს ინფორმაციითთ, ფაქტი 7 თებერვალს შუაღამის 03.00-05.00 საათებს შორის მოხდა. სწორედ სატელეფონო საუბრის შემდეგ მიადგნენ ისევ ოჯახს. ეს შემთხვევა პირდაპირ ადასტურებს, რომ გ.ფ. ს ოჯახის წევრების ტელეფონები ისმინება!

წყაროს თქმით სახლიდან გამოდიოდა ყვირილის და მტვრევის ხმა, შემდეგ იყო ქალის განწირული ყვირილი და მერე სასწრაფოც მივიდა.

ვიდეოში, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ნათლად ჩანს მოხუცებული მამაკაცი როგორ გახდა ძალადობიs მსხვერპლი სწორედაც რომ ხელისუფლების მხრიდან,იმ პოლიტიკური ფიგურების და მაღალჩინოსნების ხელდასმული მსახურების მხრიდან,ვის ინტერესშიც შედის აღნიშნული დანაშაულის დაფარვა-გაქრობა!

ვიდეოში გარკვევით ისმის სასწრაფოს დანახვაზე შესული მეზობლის და მწოლიარე მამაკაცის დიალოგი. ასევე მამაკაცის ცოლის ხმა.

მეზობელი: – ისევ მოგივარდნენ?

მამაკაცი: -ისევ მოგვივარდნენ, ჩვენთვის არც პოლიციაა და არც არავინ არ არის ჩვენთვის.

მეზობელი: – გ. ხომ წასულია?

გ.ფ.-ს დედა – ნეტა არ დაერეკა, რომ მოვდივარო, რომ არ დაერეკა ასე არ მოხდებოდა. ნეტა არ ჩამოვიდეს, თორემ თუ ჩამოვიდა მოკლავენ! (ქალი ტირის)

ჩვენ გვინდოდა მომხდართან დაკავშირებით გავსაუბრებოდით დაზარალებულ მამაკაცს და მის მეუღლეს,მაგრამ ვერ გავრისკეთ,რადგან შესაძლოა ჩვენი სატელეფონი ზარი  ახალი მიზეზი გამხდარიყო მათზე ფიზიკური ზეწოლის.

 

Leave a Reply