“საქართველოს ეროვნული პლატფორმა”

„კანონპროექტის დეტალურად შესწავლამ (რაც ფორსმაჟორულ ვითარებაში გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული) საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ,,f“ .

აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.

ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ე.წ. ,,ამერიკული კანონი“ ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განწყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ.

ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება!”

 

Leave a Reply