ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ კომენტარისთვის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” წევრს, ნიკა მოსიაშვილს დავუკავშირდით.

-ნიკა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ”გირჩი”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა” არის ექსტრემისტული დაჯგუფებები და  ხელს უშლით კანდიდატის სტატუსის მიღებას!

-რა ვთქვა ამ ბოდვაზე…ათიათასობით გაბრაზებული ღირსეული მოქალაქისთვის ექსტრემისტების, გირჩელების და ნაცების ძახილით, ამ ხალხის დამუნათების საცოდავი მცდელობაა. აქციებზე ისეთი ხალხი იდგა ახლოსაც რომ არ ჩაუვლის არც ერთ პარტიასთან. ეს პროსტესტი იყო ხალხის, საზოგადოების და არა რომელიმე პარტიის ან პარტიების. ამ ხალხს ვერაფერი გააჩერებს.

Leave a Reply