ბლოგი

მარიამ მერაბიშვილი

გათოშილი ხელები ტუჩებთან მიმაქვს და ვფიქრობ, რომ უნდა გაწვიმდეს..

არადა უკვე სველი ვდგავარ სადღაც გზის შუაში ან არ ვიცი უფსკრულს ჰგავს. მარტო ვარ! თმებში ვიცურებ თითებს, წვეთებს ვგრძნობ როგორ სრიალდებიან სხეულიდან. ღამდება მე ისევ ველი… სასაცილოა რატომ? არ ვიცი… ველი, რას? ქარს, ზღვას,ვარსკვლავს, ვკივი. ვბრუნდები სახლში. გამურული ოთახის ფანჯრები ჯერ კიდევ ღიაა… დრო ჩერდება, ნისლებში ვიკარგები უგონოდ დამფრთხალს მგონია წვიმის წვეთათ ვიქცევი შორეული მოგზაურობიდან ვინმეს ფანჯრის რაფაზე დაცემულს ,რომ წვიმის დაწყებას ანიშნებს, ის კი გიჟივით, დიახ, ,,გიჟივით ‘’ გაიქცევა სარეცხის ჩამოსახსნელად, რომელიც მზისგან გადახუნებულიყო.

აი ის ,,იდეალური“ ჩემი ადამიანი კი წვიმისას ცეკვავდა, ყვიროდა მე ვუცქერდი და ვფიქრობდი,რომ შეშლილი იყო.მას ხომ ეს უზომოდ უყვარდა. ცივი წვეთები მის მხურვალე სხეულს თითქოს ტანგოს ეცეკვებოდა, ჰაერში ადიოდა, ბავშური მზერით თავისი მწვანე ხომ აი კაქტუსის ფერი თვალებით შემომხედავდა და გადაიკისკისებდა, მეძახდა, რომ ერთხელ მაინც მეცეკვა მასთან ერთად წვიმაში. ახლა, ახლა კი ვხვდები რატომ მინდა ასე ძალიან ყოველი წვიმისას გარეთ სირბილი,გაუცნობიერებლად ვდგავარ, ველოდები, ველი , მოველი, მაგრამ გვიანია…გაყინული ხელებით მის თეთრ პერანგს ვიხუტებ, ღრმად ვსუნთქავ … რატომ ხდება?! დროს ვერ ვპიულობთ არ ვაფასებთ მიდიან და ვხვდებით…გავყურებ ფანჯარას ისიც ასე გაჰყურებდა , ალბათ და მელოდებოდა , უკანასკნელი წვიმის წვეთის ქვეშ მაინც, რომ გვეცეკვა. ცისარტყელას გაჰყვა ჩემი ადამიანი,რომელსაც წვიმა უზომოდ უყვარდა!… რატომ? ათი ათასი წამი,წუთი და საათი გვქონდა, რომ მისი ბავშური ოცნება ამესრულებინა.

ახლა ყველა გაწვიმებისას მისი აუსრულებელი ოცნება ღრუბელივით ეკვრის სულს. კვირა იყო, მასსავით ფერმკრთალი დღე, როდესაც თითქმის ჩურჩულით მითხრა..- რომ, შესაძლოა, უკანასკნელად ვხედავდი.ამაზე არ მიფიქრია ლოყაზე მოვუჩქვნიტე და ვუთხარი- რომ სულელობდა,გადავტრიალდი, თენდებოდა… უამრავი კითხვა მიტრიალებს,რატომ? რატომ? არ ვფიქრობთ ჩვენს ქცევებზე, სიტყვებზე, ადამიანებზე? რატომ ვერთვებით არაფრისმომცემი, მომაბეზრებელი ცხოვრების ფერხულში. დაღლილ თვალებზე აცახცახებულ ხელებს ვიფარებ, მინდა გათენდეს. ხელები… ხელები რამდენ მოგონებას ინახავს, ცრემლებს უხმოდ ღარებად ჩამოდენილს ან ბედნიერებისაგან გახურებულ ლოყებზე მოციმციმეს.

დაქანცული შუა ღამით მოსულს მაგიდაზე ლარნაკი მხვდებოდა ულამაზესი მინდვრის ყვავილებით და წერილი: ,,მიყვარხარ, გელოდი თუ ჩაძინებული დაგხვდი მაპატიე!“ ეს სულერულად მეჩვენებოდა, მაგრა ახლა მივხვდი რატომ? ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან და მერე ვხვდებით მათ ფასს…

…რას ფიქრობთ, როგორია ადამიანთა ბუნება? იქნებ დროა დავფიქრდეთ იმაზე, დავაფასოთ მანამ სანამ დროა,ვუთხრათ, რომ ძვირფასია ჩვენთვის და ვუთხრათ რომ გვიყვარს!..

Leave a Reply