პარტია “მემარცხენე ალიანსის” საგანგებო განცხადება

-ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა ვინმე არახამიამ, რომელსაც ჩვენს ქვეყანასთან არაფერი არ აკავშირებს გარდა ქართული გვარისა, თავს უფლება მისცა უხეშად ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში. ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს ამას ყურადღებასაც არ მივაქცევდით, მაგრამ ამ სუბიექტის მიერ მსგავსი გამოხტომები უკვე სისტემატიურ ხასიათს ატარებს და გადაზრდილია თავხედობასა და უტიფრობაში!

ეს სუბიექტი წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც აგერ უკვე წელიწადნახევარია საომარ ვითარებაში იმყოფება რუსეთთან და იმის ნაცვლად რომ დღე და ღამე, როგორც რადას დეპუტატი და ”ხალხის რჩეული” ფიქრობდეს საკუთარ ხალხზე, ისე იქცევა როგორც ”სააკაშვილის აღზრდილი”, როგორც მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,, ამჟამად პატიმრობაში მყოფი კრიმინალი სააკაშვილი მოძღვრავს!

გარდა იმისა რომ ზემოხსენებული პირი ხელს უწყობს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობის გამწვავებას, რომელიც ისედაც უაღრესად დაბალ ნიშნულზე იმყოფება, ეს იწვევს ჩვენი ხალხის კანონიერ აღშფოთებას!

მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ იქნას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მას გადაეცეს ჩესაბამისი ნოტა, ხოლო ვინმე დავით არახამიას აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. აგრეთვე ხელისუფლებამ განიხილოს უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხი საკონსულტაციოდ.

Leave a Reply