პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები გარდამავალ პერიოდში, ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე იქნებიან.
ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს – ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ, მთავრობას უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების და სპიკერატის ვინაობა.