83 – ხმით – სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციების მიერ “უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების აკრძალვას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
ამასთანავე, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.